ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 28

არსენალის მთამდე მისასვლელი გზების მოსაწყობად საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

არსენალის მთამდე მისასვლელი გზების მოსაწყობად საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისში, არსენალის მთის ტერიტორიასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ალტერნატიული მიმართულებების ანალიზისა და დეტალური…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისში, არსენალის მთის ტერიტორიასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ალტერნატიული მიმართულებების ანალიზისა და დეტალური…

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისში, არსენალის მთის ტერიტორიასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ალტერნატიული მიმართულებების ანალიზისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის მთავარი მიზანია არსენალის მთის ტერიტორიასთან თბილისის არსებულ საგზაო ქსელთან ეფექტიანი და უსაფრთხო დაკავშირება და ტერიტორიასთან რამდენიმე მიმართულებიდან მისასვლელი საგზაო კავშირების შექმნა. პროექტმა ასევე ხელი უნდა შეუწყოს სატრანსპორტო ნაკადების უკეთ განაწილებასა და დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოძრაობის განტვირთვას.

ტენდერის ფარგლებში კონსულტანტმა უნდა შეისწავლოს არსენალის მთასთან დამაკავშირებელი გზების შესაძლო მიმართულებები და თითოეული მიმართულებისთვის რამდენიმე ალტერნატივა წარმოადგინოს. განსახილველ ვარიანტებს შორის არის – სამტრედიისა და ჩრდილოეთის მიმართულებებით – დაკავშირება, თუმცა კვლევა სხვა შესაძლო მარშრუტებსაც მოიცავს.

ალტერნატიული მარშრუტების შესაფასებლად გათვალისწინებული იქნება საინჟინრო-ტექნიკური, სატრანსპორტო, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური ფაქტორები. ასევე ჩატარდება სატრანსპორტო ნაკადების კვლევა, შეფასდება არსებული და ახალი გზით მოძრაობის დრო, საგზაო უსაფრთხოება და პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა.

სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე მომზადდება ალტერნატიული მიმართულებების ანალიზი და განხორციელდება ოპტიმალური გადაწყვეტის შერჩევა. პირველი ეტაპის შედეგებისა და რეკომენდაციების საფუძველზე შემდეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მეორე ეტაპზე გადასვლის შესახებ, რომელიც შერჩეული მიმართულებისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებს.

დეტალური პროექტი მოიცავს გზის მშენებლობისათვის საჭირო საინჟინრო კვლევებს, საპროექტო ნახაზებს, ხარჯთაღრიცხვას, საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების გადაწყვეტილებებს, გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს და მშენებლობისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციას.

ტენდერის ბმული: https://georoad.gov.ge/ka/purchases/2622

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს