ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

მარიამ ლაშხი აშშ-ს GRECO-დან გასვლაზე: ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ინსტიტუტები კრიზისში არიან

მარიამ ლაშხი აშშ-ს GRECO-დან გასვლაზე: ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ინსტიტუტები კრიზისში არიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეს გადაწყვეტილება აჩვენებს იმას, რომ დღეს სამწუხაროდ კრიზისშია ევროპული ინსტიტუციები სწორედ იმ ბოლო პერიოდის პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც წესით უნდა ემსახურებოდეს ქვეყნების ინტერესებს, სამართლიანობის პრინციპებს, - გა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეს გადაწყვეტილება აჩვენებს იმას, რომ დღეს სამწუხაროდ კრიზისშია ევროპული ინსტიტუციები სწორედ იმ ბოლო პერიოდის პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც წესით უნდა ემსახურებოდეს ქვეყნების ინტერესებს, სამართლიანობის პრინციპებს, - გა…

ეს გადაწყვეტილება აჩვენებს იმას, რომ დღეს სამწუხაროდ კრიზისშია ევროპული ინსტიტუციები სწორედ იმ ბოლო პერიოდის პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც წესით უნდა ემსახურებოდეს ქვეყნების ინტერესებს, სამართლიანობის პრინციპებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა მარიამ ლაშხმა შეერთებული შტატების მიერ GRECO-ს დატოვების საკითხზე საუბრისას.

მისივე თქმით, დღეს ევროპული ინსტიტუტების მხრიდან სახეზეა ორმაგი სტანდარტი და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა.

„ეს გადაწყვეტილება აჩვენებს იმას, რომ დღეს სამწუხაროდ კრიზისშია ევროპული ინსტიტუციები სწორედ იმ ბოლო პერიოდის პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც წესით უნდა ემსახურებოდეს ქვეყნების ინტერესებს, სამართლიანობის პრინციპებს, თუმცა დღეს ვხედავთ, ორმაგ სტანდარდებს და იმას, რომ გაცდენილები არიან თავიანთ ჩარჩოებს და ერევიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. პარალელი რომ გავავლოთ საქართველოსთან, აშშ-ს ეს გადაწყვეტილება აჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როგორც აშშ-სთვის ასევე საქართველოსთვის, რეალური შედეგები, კონკრეტული ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებზე დაფუძნებული მიდგომა და არა ის რაც დღეს სამწუხაროდ ევროპულ ინსტიტუციებში არსებობს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ GRECO-დან გასვლის შესახებ ევროპის საბჭოს ოფიციალურად 28 სექტემბერს აცნობა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ორგანიზაციაში მონაწილეობა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას ხელშესახებ სარგებელს არ მოუტანს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს