ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 14

თამარ იოსელიანი: ვაახლებთ ქუთაისის აეროპორტის გენგეგმას და ვმუშაობთ იმისთვის, რომ მომავალში მოვემსახუროთ დაახლოებით 5 მილიონ მგზავრს

თამარ იოსელიანი: ვაახლებთ ქუთაისის აეროპორტის გენგეგმას და ვმუშაობთ იმისთვის, რომ მომავალში მოვემსახუროთ დაახლოებით 5 მილიონ მგზავრს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აეროპორტები რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი საყრდენია სატრანსპორტო სისტემის, შესაბამისად, 10-წლიან გეგმაში, ძალიან დიდი ადგილი უჭირავს აეროპორტების განვითარებას. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მთავრობა გეგმავს,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აეროპორტები რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი საყრდენია სატრანსპორტო სისტემის, შესაბამისად, 10-წლიან გეგმაში, ძალიან დიდი ადგილი უჭირავს აეროპორტების განვითარებას. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მთავრობა გეგმავს,…

აეროპორტები რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი საყრდენია სატრანსპორტო სისტემის, შესაბამისად, 10-წლიან გეგმაში, ძალიან დიდი ადგილი უჭირავს აეროპორტების განვითარებას. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მთავრობა გეგმავს, რომ 2032 წლისთვის 7 მილიარდი დოლარი მოაბილიზოს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანმა.

მან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა, რათა აეროპორტმა მომავალში შეძლოს 5 მილიონი მგზავრის მომსახურება.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უმნიშვნელოვანესია რეგიონისთვის, რადგან რეგიონში დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შექმნა. 31 მიმართულება გვაქვს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. წინა წელს დაახლოებით მილიონ რვაასი ათას მგზავრს მოვემსახურეთ და წელსაც შენარჩუნდა ეს ტენდენცია და აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახალი მიმართულებები დავამატოთ. მთავრობის ხედვა და გეგმა ძალიან მკაფიოა ამ აეროპორტთან მიმართებით. მიმდინარეობს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, რაც მოგვცემს საშუალებას აეროპორტმა მიიღოს დიდი ზომის ბორტები. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით, მნიშვნელოვანია განვითარდეს აეროპორტის ტერმინალიც და შესაბამისად შევძლოთ ღირსეულად მოვემსახუროთ მომხმარებელს. ვაახლებთ ქუთაისის აეროპორტის გენგეგმას და ვმუშაობთ იმისთვის, რომ დღეს თუ ვემსახურებით 2.5 მილიონ მგზავრს, მომავალში მოვემსახუროთ დაახლოებით 5 მილიონს“, - განაცხადა იოსელიანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს