ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 10

შალვა კერესელიძე – სამწუხაროდ, 14 წლის შემდეგ, ჩვენი თვალით დანახული პირველი ოქტომბერი ისე გამოიყურება, როგორც 14 წლის წინ იყო

შალვა კერესელიძე – სამწუხაროდ, 14 წლის შემდეგ, ჩვენი თვალით დანახული პირველი ოქტომბერი ისე გამოიყურება, როგორც 14 წლის წინ იყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 14 წლის წინ ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებას“ გვერდში დაუდგა, ნდობა გამოუცხადა, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ განსხვავებული აზრის გამო ისევ ახალგაზრდებს დაუწყებდნენ დევნას, – ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

14 წლის წინ ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებას“ გვერდში დაუდგა, ნდობა გამოუცხადა, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ განსხვავებული აზრის გამო ისევ ახალგაზრდებს დაუწყებდნენ დევნას, – ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდ…

14 წლის წინ ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებას“ გვერდში დაუდგა, ნდობა გამოუცხადა, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ განსხვავებული აზრის გამო ისევ ახალგაზრდებს დაუწყებდნენ დევნას, – ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განაცხადა.

„სამწუხაროდ, 14 წლის შემდეგ, ჩვენი თვალით დანახული პირველი ოქტომბერი ისე გამოიყურება, როგორც 14 წლის წინ იყო. 14 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საპატიმროები ისევ პოლიტიკური პატიმრებით იქნებოდა გადავსებული, როგორც ეს 2012 წელს იყო. 14 წლის წინ, ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებას“ გვერდში დაუდგა და ნდობა გამოუცხადა. მაშინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ განსხვავებული აზრის გამო ისევ ახალგაზრდებს დაუწყებდნენ დევნას. 14 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ საქართველოში რეალური მოცემულობა გვექნებოდა იმის, რომ „ოცნება“ განსხვავებული აზრის გამო პოლიტიკური პარტიების აკრძალვას დაიწყებდა. მაშინ, როდესაც 14 წლის წინ ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო ქართული მიწის დაცვა, დღეს არა თუ იცავენ ქართულ მიწებს, არამედ ყიდიან არაბებზე და არაბული სოფლებისა და დასახლებების გაშენებაზე ნებას რთავენ. 14 წლის წინ ვერც ერთი ფერმერი ვერ წარმოიდგენდა, რომ როდესაც პირველად ერთი ლარი ერთ კგ ყურძენში გადაუხადეს, ახლა შრომას უფრო გაუიაფებდნენ. ვერავინ წარმოიდგენდა იმასაც, რომ 14 წლის შემდეგ, „ქართული ოცნება“ კორუმპირებულ და მექრთამეების პარტიას დაემსგავსებოდა, ვისთანაც საუბარი არც ერთ ჩვენს პარტნიორს არ ექნებოდა. სამწუხაროდ, ეს რეალობა გვაქვს“, – განაცხადა კერესელიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს