ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

გიორგი კახიანი ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: სიჩუმე ასეთ დროს ახალისებს მსგავსი კამპანიების შემდგომ მცდელობებს

გიორგი კახიანი ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: სიჩუმე ასეთ დროს ახალისებს მსგავსი კამპანიების შემდგომ მცდელობებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სიჩუმე ასეთ დროს ახალისებს მსგავსი კამპანიების შემდგომ მცდელობებს - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა ბერა ივანიშვილის მიერ ცილისწამებლური კამპანიის წინააღმდეგ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სიჩუმე ასეთ დროს ახალისებს მსგავსი კამპანიების შემდგომ მცდელობებს - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა ბერა ივანიშვილის მიერ ცილისწამებლური კამპანიის წინააღმდეგ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე სა…

სიჩუმე ასეთ დროს ახალისებს მსგავსი კამპანიების შემდგომ მცდელობებს - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა ბერა ივანიშვილის მიერ ცილისწამებლური კამპანიის წინააღმდეგ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე საუბრისას.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების უმრავლესობას არ სჯერა ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებული ცილისწამებლური კამპანიისა, სამართლებრივი დავის დაწყება სწორია.

„აქ მხოლოდ ბერა ივანიშვილზე არ არის საუბარი. აქ საუბარია იმაზე, რომ ეს მავნებელი ძალები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის სახელს რამენაირად ჩრდილი მიაყენონ. ყოველი ასეთი მცდელობა იყო უსუსური მცდელობა, საზოგადოებას შეუძლია ტყუილ-მართალის გარჩევა და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ის დამსახურება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის წინაშე აქვს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

„ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ვაჟი, ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს