ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

რატი იონათამიშვილი – ერთადერთი, რაც „ევროპის სახალხო პარტიას“ ადარდებს ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალადობა წაახალისონ, ამას ვერ ახერხებენ და წყობიდან გამოდიან

რატი იონათამიშვილი – ერთადერთი, რაც „ევროპის სახალხო პარტიას“ ადარდებს ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალადობა წაახალისონ, ამას ვერ ახერხებენ და წყობიდან გამოდიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ევროპის სახალხო პარტიას“ დემოკრატია არც საკუთარ ქვეყანაში ადარდებთ, არც ევროპულ სტრუქტურებში და მით უმეტეს, არც ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ევროპის სახალხო პარტიას“ დემოკრატია არც საკუთარ ქვეყანაში ადარდებთ, არც ევროპულ სტრუქტურებში და მით უმეტეს, არც ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამი…

„ევროპის სახალხო პარტიას“ დემოკრატია არც საკუთარ ქვეყანაში ადარდებთ, არც ევროპულ სტრუქტურებში და მით უმეტეს, არც ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი, რაც „ევროპის სახალხო პარტიას“ ადარდებს ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალადობა წაახალისონ.

„ამას ვერ ახერხებენ და ეს მოცემულობაა ის, რის გამოც წყობიდან გამოდიან. რა თქმა უნდა, ამგვარი ქმედებებით, მოთხოვნებით და რეზოლუციებით საწადელს ვერასდროს მიაღწევენ. უბრალოდ, ჩვენს საზოგადოებას გაუადვილებენ სწორი, ობიექტური და სამართლიანი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას. ასე გააგრძელონ, ჩვენ ამისი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. EPP-ისთვის „ნაცები“ და მიხეილ სააკაშვილი მათი სხეულის გაგრძელებაა. ახლა რომელი სხეულის და როგორის, ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ერთ სხეულს წარმოადგენენ და საქართველოს ერთნაირად მტრობენ. ამიტომ, ეს მათი მხრიდან პირველი ნაბიჯი არ არის, მაგრამ, როგორც ყველა ნაბიჯი იყო მცდარი და ამაო, ასე იქნება მომავალში მათი სწრაფვების გაბათილება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“ რეზოლუცია „საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერება“ წარადგინა. როგორც ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაშია აღნიშნული, „მოუწოდებენ ევროკავშირს, გააძლიეროს მიზნობრივი სანქციები და სხვა შემზღუდველი ზომები იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებზე“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს