ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 22

თორნიკე ჭეიშვილი საიას ანგარიშზე: მათ სამიზნეში ამოიღეს პენიტენციური სისტემა, რაც თავისთავად არის მათი მხრიდან ერთი მხრივ არასერიოზული, მეორე მხრივ ცინიკური იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2012 წლიდან თვისებრივად შეიცვალა სიტუაცია პენიტენციურ სისტემაში

თორნიკე ჭეიშვილი საიას ანგარიშზე: მათ სამიზნეში ამოიღეს პენიტენციური სისტემა, რაც თავისთავად არის მათი მხრიდან ერთი მხრივ არასერიოზული, მეორე მხრივ ცინიკური იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2012 წლიდან თვისებრივად შეიცვალა სიტუაცია პენიტენციურ სისტემაში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მათ სამიზნეში ამოიღეს პენიტენციური სისტემა, რაც თავისთავად არის მათი მხრიდან ერთი მხრივ არასერიოზული, მეორე მხრივ ცინიკური იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2012 წლიდან თვისებრივად შეიცვალა სი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მათ სამიზნეში ამოიღეს პენიტენციური სისტემა, რაც თავისთავად არის მათი მხრიდან ერთი მხრივ არასერიოზული, მეორე მხრივ ცინიკური იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2012 წლიდან თვისებრივად შეიცვალა სი…

მათ სამიზნეში ამოიღეს პენიტენციური სისტემა, რაც თავისთავად არის მათი მხრიდან ერთი მხრივ არასერიოზული, მეორე მხრივ ცინიკური იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2012 წლიდან თვისებრივად შეიცვალა სიტუაცია პენიტენციურ სისტემაში, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა.

მისივე თქმით, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა ის სადისტური, სასტიკი მიდგომები, რომელსაც ადგილი ჰქონდა პენიტენციურ სისტემაში 2012 წლამდე.

„ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ საიას მხრიდან გაეროს სპეციალური წარმომადგენლისთვის გაგზავნილ დოკუმენტში არის აბსოლუტურად ყალბი ნარატივი. როდესაც ისინი საუბრობენ პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმზე, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 8 თვის მაჩვენებელი ფაქტობრივად აჭარბებს გასული 2 წლის ჯამურ მაჩვენებელს. ეს უკვე თავისთავად ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს, თუმცა რატომღაც აღნიშნული სტატისტიკური მონაცემი ვერ მოხვდა მათ ყალბ ანგარიშში.

ისინი მიზანმიმართულად შეეცადნენ იმას, რომ რეალობის დამახინჯების გზით კიდევ ერთხელ ჩირქი მოეცხოთ ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, საიას ანგარიშს რეალურ ფაქტებს უპირისპირებს და სუბიექტურ და შეცდომაში შემყვანს უწოდებს მათ მიერ, გაეროს სპეციალური მომხსენებლისთვის გაგზავნილ ინფორმაციას. იუსტიციის მინისტრის მოადგილე, დამალულ ციფრებზე და პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის არასწორად წარმოჩენაზე აკეთებს აქცენტს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს