ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

შალვა პაპუაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატაში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატაში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელ…

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატაში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელარუსს შორის ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებს.

„მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და კულტურის მიმართულებები.

ბელარუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ 3 ოქტომბერს ბელარუსში ქართული კულტურის ფესტივალი „თბილისობა მინსკში“ იმართება, რომელიც ყოველ ჯერზე ათიათასობით სტუმარს მასპინძლობს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. გამოიხატა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების შემდგომი გაღრმავების მზაობა.

საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს თბილისში დაგეგმილ კონფერენციაში, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს ეძღვნება.

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტში ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს