ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 19

ლადო სადღობელაშვილი: როდესაც ირაკლი კუპრაძე და „ლელოს“ წარმომადგენლები ეკონომიკურ მდგომარეობასა და ხალხზე ზრუნვაზე საუბრობენ, საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ ვინ დგას ამ პარტიის უკან და რა წარსული აკავშირებთ მათ საქართველოს მოქალაქეებთან

ლადო სადღობელაშვილი: როდესაც ირაკლი კუპრაძე და „ლელოს“ წარმომადგენლები ეკონომიკურ მდგომარეობასა და ხალხზე ზრუნვაზე საუბრობენ, საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ ვინ დგას ამ პარტიის უკან და რა წარსული აკავშირებთ მათ საქართველოს მოქალაქეებთან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, „ლელოს“ გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მისამართით გაჟღერებული ბრალდებები რეალობას აბს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, „ლელოს“ გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მისამართით გაჟღერებული ბრალდებები რეალობას აბს…

ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, „ლელოს“ გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მისამართით გაჟღერებული ბრალდებები რეალობას აბსოლუტურად აცდენილია და მხოლოდ იაფფასიან პოლიტიკურ პოპულიზმს ემსახურება.

ანალიტიკოსის თქმით, „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სწორედ ის ადამიანია, რომლის საბანკო საქმიანობამაც, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, ათიათასობით საქართველოს მოქალაქე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, ათასობით ოჯახი სწორედ მისი ბანკის ვალებისა და კაბალური პირობების გამო დარჩა ღია ცის ქვეშ, სახლ-კარის გარეშე.

სადღობელაშვილის შეფასებით, საზოგადოება მშვენივრად ასხვავებს ერთმანეთისგან რეალურ ქველმოქმედებასა და ქვეყნის მშენებლობას იმ ადამიანებისგან, რომლებმაც საკუთარი ქონება ხალხის გაღარიბებისა და უსახლკაროდ დატოვების ხარჯზე დააგროვეს.

„ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მისამართით გაჟღერებული ბრალდებები რეალობას აბსოლუტურად აცდენილია და მხოლოდ იაფფასიან პოლიტიკურ პოპულიზმს ემსახურება. როდესაც ირაკლი კუპრაძე და „ლელოს“ წარმომადგენლები ეკონომიკურ მდგომარეობასა და ხალხზე ზრუნვაზე საუბრობენ, საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ ვინ დგას ამ პარტიის უკან და რა წარსული აკავშირებთ მათ საქართველოს მოქალაქეებთან.

„ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სწორედ ის ადამიანია, რომლის საბანკო საქმიანობამაც, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, ათიათასობით საქართველოს მოქალაქე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ათასობით ოჯახი სწორედ მისი ბანკის ვალებისა და კაბალური პირობების გამო დარჩა ღია ცის ქვეშ, სახლ-კარის გარეშე. ხალხის გაკოტრებისა და უსახლკაროდ დატოვების ხარჯზე გამდიდრებული მილიონერები დღეს მორალისტის როლში გამოდიან და ცდილობენ, საზოგადოებას თავი ხალხის ინტერესების დამცველად წარუდგინონ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს — მისი მოღვაწეობა, განსხვავებით ოპონენტებისგან, გამყარებულია კონკრეტული საქმეებითა და ქველმოქმედებით.

საზოგადოება მშვენივრად ასხვავებს ერთმანეთისგან რეალურ ქველმოქმედებასა და ქვეყნის მშენებლობას იმ ადამიანებისგან, რომლებმაც საკუთარი ქონება ხალხის გაღარიბებისა და უსახლკაროდ დატოვების ხარჯზე დააგროვეს“, - ლადო სადღობელაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს