ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

გურამ მაჭარაშვილი საპატრიარქოს მიმართ შეტევაზე: რამდენიმე თვის წინ მილიონზე მეტმა ადამიანმა საქართველოში გამოხატა მშვიდობიანად სოლიდარობა პატრიარქის მიმართ, საპატრიარქოს, რწმენის მიმართ და ამ ხალხს აყენებს შეურაცხყოფას ეს რამდენიმე ადამიანი

გურამ მაჭარაშვილი საპატრიარქოს მიმართ შეტევაზე: რამდენიმე თვის წინ მილიონზე მეტმა ადამიანმა საქართველოში გამოხატა მშვიდობიანად სოლიდარობა პატრიარქის მიმართ, საპატრიარქოს, რწმენის მიმართ და ამ ხალხს აყენებს შეურაცხყოფას ეს რამდენიმე ადამიანი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მორიგი შეტევა, ანტიქართული, ანტიქრისტიანული, ანტიადამიანური, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ მილიონზე მეტმა ადამიანმა საქართველოში გამოხატა მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მორიგი შეტევა, ანტიქართული, ანტიქრისტიანული, ანტიადამიანური, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ მილიონზე მეტმა ადამიანმა საქართველოში გამოხატა მ…

მორიგი შეტევა, ანტიქართული, ანტიქრისტიანული, ანტიადამიანური, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ მილიონზე მეტმა ადამიანმა საქართველოში გამოხატა მშვიდობიანად სოლიდარობა პატრიარქის მიმართ, საპატრიარქოს, რწმენის მიმართ და ამ ხალხს აყენებს შეურაცხყოფას ეს რამდენიმე ადამიანი.

„როცა იმუქრება ადამიანი 1921 წლის კონსტიტუციით, სადაც არაფერი ეწერა ეკლესიაზე, გამოდის, რომ ის ეთანხმება 1921 წლის მერე მიღებულ კონსტიტუციებსაც, საბჭოთა კავშირის დროინდელ კონსტიტუციებს, იქაც არაფერი ეწერა ეკლესიაზე და გამოდის, რომ ზუსტად ეს ხალხია იმ საბჭოთა ნომენკლატურის ხალხი, რომლებიც დღეს უკვე მათი პატრონების სახით ევროკავშირში ევროსაბჭოთა კავშირს ქმნიან. ისინიც ებრძოდნენ ეკლესიას და ესენიც უკვე პირდაპირ ებრძვიან და შეურაცხყოფას აყენებენ ეკლესიას“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ოპოზიციის აქტივისტმა გიორგი ახობაძემ საქართველოს ეკლესიას შეურაცხყოფა მიაყენა, ვიქტორ ყიფიანის პარტიის წევრი ზურა შარაშენიძე კი პატრიარქს დაემუქრა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს