ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 15

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ 100 წლის ვეტერანს დაბადების დღე მიულოცა

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ 100 წლის ვეტერანს დაბადების დღე მიულოცა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ორესტი ბერულავას, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შინ ესტუმრა და დაბადების დღე მი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ორესტი ბერულავას, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შინ ესტუმრა და დაბადების დღე მი…

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ორესტი ბერულავას, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შინ ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა.

გიორგი ჯინჭარაძემ ვეტერანს ჯანმრთელობა, მხნეობა, კიდევ მრავალი წელი უსურვა და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საჩუქარი გადასცა.

„ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი ადამიანების დამსახურება უდიდესია. ამიტომ მათზე ზრუნვა და ყურადღების გამოჩენა ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა. ჩვენ მუდმივად უნდა ვაგრძნობინოთ ამ ადამიანებს, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების ყურადღებისა და ზრუნვის ცენტრში არიან და რომ მათ გვერდით ვდგავართ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

თავის მხრივ, ორესტი ბერულავამ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს სტუმრობისა და ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ხანგრძლივი სიცოცხლის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო მუდმივი შრომა და აფხაზეთში დაბრუნების ოცნებაა.

„მადლობას გიხდით ჩემი დაფასებისთვის. თქვენ რამდენიმე თვის წინ დამპირდით, რომ ჩემს 100 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავდით და ეს პირობა შეასრულეთ. მე მხოლოდ ერთი ნატვრა მაქვს - ჩემს დიდ ოჯახთან ერთად აფხაზეთში დაბრუნება. მჯერა, ეს დღე აუცილებლად დადგება“, - აღნიშნა ორესტი ბერულავამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს