ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 15

ირაკლი ფავლენიშვილი – ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გათავისუფლდა რუსული ტყუილისგან, რომ სააკაშვილის მმართველობა იყო სისხლიანი ცხრა წელი, ეს იყო აღმშენებლობის, წესრიგის დამყარების ცხრა წელი

ირაკლი ფავლენიშვილი – ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გათავისუფლდა რუსული ტყუილისგან, რომ სააკაშვილის მმართველობა იყო სისხლიანი ცხრა წელი, ეს იყო აღმშენებლობის, წესრიგის დამყარების ცხრა წელი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ნაციონალური მოძრაობა“ არ გატყდა, ჩვენ ვართ ყველაზე გაუყიდავი, ყველაზე პრინციპული პარტია, ჩვენ ვართ ყველაზე ეროვნული, ქართული პარტია. ეს პარტია აუცილებლად გაიმარჯვებს და გააგრძელებს აღმშენებლობის ცხრა წელს საქართველოში,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ გატყდა, ჩვენ ვართ ყველაზე გაუყიდავი, ყველაზე პრინციპული პარტია, ჩვენ ვართ ყველაზე ეროვნული, ქართული პარტია. ეს პარტია აუცილებლად გაიმარჯვებს და გააგრძელებს აღმშენებლობის ცხრა წელს საქართველოში,…

„ნაციონალური მოძრაობა“ არ გატყდა, ჩვენ ვართ ყველაზე გაუყიდავი, ყველაზე პრინციპული პარტია, ჩვენ ვართ ყველაზე ეროვნული, ქართული პარტია. ეს პარტია აუცილებლად გაიმარჯვებს და გააგრძელებს აღმშენებლობის ცხრა წელს საქართველოში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა რიყის პარკში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გაწირა საკუთარი თავი და ქვეყნის სიყვარულის გამო ჩამოვიდა საქართველოში.

„მან ეს ნაბიჯი გადადგა, რადგან უყვარს ეს ქვეყანა, უყვარს ქართველი ხალხი. იცოდა, რას უპირებდა პუტინი საქართველოს, იცოდა, რას უპირებდა საქართველოს ივანიშვილი, ამიტომაც გაწირა საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომ ჩამოსულიყო და მოეცა ჩვენთვის თავგანწირვის მაგალითი. ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ გაიგო, გათავისუფლდნენ მთავარი რუსული ტყუილისგან, რომ ის იყო არა სისხლიანი ცხრა წელი, არა ძალადობის ან რაიმე ცუდის ცხრა წელი, არამედ იყო აღმშენებლობის ცხრა წელი, წესრიგის დამყარების, ქვეყნის განვითარების ცხრა წელი“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ რიყის პარკის ტერიტორიაზე აქციას მართავს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მოთხოვნაა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. რიყის პარკში შეკრებილებს გაშლილი აქვთ ბანერები წარწერით: „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“, „ბატონო ტრამპ, ქართველი ხალხი ითხოვს მეგობარ აქტს“. აქციის მონაწილეებს ასევე თან აქვთ ლევან ხაბეიშვილის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, ზვიად კუპრავას და გიორგი ბარამიძის ფოტოები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს