ანა წითლიძე – ოპოზიციაში ბევრს შეეშინდა, გაიყიდა, მიშას უღალატა, როდესაც დასვამთ კითხვას, ვის ვენდოთ, შეხედეთ გაუტეხელ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- ოპოზიციურად განწყობილ საქართველოს მოქალაქეებში დღეს მთავარი კითხვაა: როგორ დავამარცხოთ რეჟიმი და ვის ვენდოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ რიყის პარკში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პ…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
ოპოზიციურად განწყობილ საქართველოს მოქალაქეებში დღეს მთავარი კითხვაა: როგორ დავამარცხოთ რეჟიმი და ვის ვენდოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ რიყის პარკში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პ…
ოპოზიციურად განწყობილ საქართველოს მოქალაქეებში დღეს მთავარი კითხვაა: როგორ დავამარცხოთ რეჟიმი და ვის ვენდოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ რიყის პარკში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პარტია აქციას მართავს.
როგორც ანა წითლიძემ განაცხადა, რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია და გადის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე.
„ოპოზიციურად განწყობილ საქართველოს მოქალაქეებში დღეს მთავარი კითხვაა: როგორ დავამარცხოთ რეჟიმი და ვის ვენდოთ. პასუხი მარტივია – რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია და გადის მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე. ოპოზიციაში ბევრს შეეშინდა, ბევრმა უკან დაიხია, ბევრი გაიყიდა და, საერთოდაც, მიშას ბევრმა უღალატა. როდესაც დასვამთ კითხვას, ვის ვენდოთ, შეხედეთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, შეხედეთ 2012 წლიდან გაუტეხელ გუნდს, შეხედეთ ამ ადამიანებს, რომლებიც არ გაიყიდნენ, არ შედრკნენ, უკან არ დაიხიეს, ვერ მოისყიდეს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.