ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

ნინო წილოსანი: „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი აქცია იყო მარტივი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია, ვსაუბრობთ. ამავდროულად, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული IRI-ის კვლევები ადასტურებს, რომ ეს პარტია მთელი თავისი მიკროდანაყოფებით არის განულებული

ნინო წილოსანი: „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი აქცია იყო მარტივი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია, ვსაუბრობთ. ამავდროულად, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული IRI-ის კვლევები ადასტურებს, რომ ეს პარტია მთელი თავისი მიკროდანაყოფებით არის განულებული
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი აქცია იყო მარტივი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია, ვსაუბრობთ. ამავდროულად, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული IRI-ის კვლევები ადასტურებს, რომ ეს პარტია მთელი თავისი მიკროდანაყოფებით…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი აქცია იყო მარტივი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია, ვსაუბრობთ. ამავდროულად, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული IRI-ის კვლევები ადასტურებს, რომ ეს პარტია მთელი თავისი მიკროდანაყოფებით…

„ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი აქცია იყო მარტივი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია, ვსაუბრობთ. ამავდროულად, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული IRI-ის კვლევები ადასტურებს, რომ ეს პარტია მთელი თავისი მიკროდანაყოფებით არის განულებული. შესაბამისად, ამ აქციამაც ეს სურათი გვაჩვენა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა გუშინ გამართული აქციის შესახებ.

მისი თქმით, ამ პარტიას უკვე აღარ ჰყავს ამომრჩეველი და „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ნულის ტოლია.

„არ აქვს მნიშვნელობა, რა მცდელობას განახორციელებენ მათი ერთეული აგრესიული აქტივისტები თუ პოლიტიკოსები - მათ უკვე ამომრჩეველი აღარ ჰყავთ. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ ორგანიზაციებს სჩვევიათ კონკრეტული კვლევების თუ ინფორმაციის დამალვა - ISFED-იდან მოყოლებული, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველ ხალხს იმ მნიშვნელოვან ფაქტებს უმალავენ, რომლებიც მათთვის აუცილებელია.

ამ შემთხვევაში პირდაპირ არჩევნებთან არის დაკავშირებული ის ფაქტიც, რომ „ნაცმოძრაობის“ პარტია თავისი დანაყოფებით არის განულებული, ნული აქვთ რეიტინგი. და როგორც ჩანს, ეს ვიღაცას - ვინც კვლევა ჩაატარა, არ მოეწონა, არ ესიამოვნა. ყოველ შემთხვევაში, ამ კვლევის შედეგები მათი მხრიდან არ გასაჯაროებულა, თუმცა, რაც ყველაზე საინტერესოა, მათი მხრიდან არც უარყოფა მოგვისმენია, რომ ეს კვლევა ჩატარდა და ამ კვლევის შედეგი არის მთელი „ნაციონალური მოძრაობის“ მიწასთან გასწორებული რეიტინგი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკუთარი ლიდერის მხარდასაჭერად ორგანიზებული აქცია რიყის პარკში გუშინ დაგვიანებით დაიწყო და მიუხედავად არაერთგზის დაანონსებისა, ამფითეატრი ბოლომდე მაინც ვერ შეივსო.

IRI-ის კვლევაში ოპოზიციას ისტორიული მინიმუმი აქვს. პარტიების ნაწილს 1%-იანი მხარდაჭერა აქვს, ნაწილს 2%-იანი. ცდომილების ზღვარსაც კი ვერ გაუტოლდა „ლელო“. ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ ალოკაციით 55%, ალოკაციის გარეშე კი 36% აქვს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს