ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

დავით ჩიხელიძე: ევროკავშირის კვლევა იმ რეალობას აჩვენებს, რომლის დამალვასაც დასავლეთი საქართველოს მთავრობის პოლიტიკური კრიტიკით ცდილობს. 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა და საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზე გავიდა

დავით ჩიხელიძე: ევროკავშირის კვლევა იმ რეალობას აჩვენებს, რომლის დამალვასაც დასავლეთი საქართველოს მთავრობის პოლიტიკური კრიტიკით ცდილობს. 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა და საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზე გავიდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს მთავრობის პროგრესს და მოსახლეობაში ნდობის ზრდას თავად ევროკომისია აღიარებს, ეს არის ფაქტი, რომელიც იმავე ევროკომისიის/დასავლეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის დაუმსახურებელ კრიტიკას აბათილებს, კიდევ ერთხელ აა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის პროგრესს და მოსახლეობაში ნდობის ზრდას თავად ევროკომისია აღიარებს, ეს არის ფაქტი, რომელიც იმავე ევროკომისიის/დასავლეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის დაუმსახურებელ კრიტიკას აბათილებს, კიდევ ერთხელ აა…

საქართველოს მთავრობის პროგრესს და მოსახლეობაში ნდობის ზრდას თავად ევროკომისია აღიარებს, ეს არის ფაქტი, რომელიც იმავე ევროკომისიის/დასავლეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის დაუმსახურებელ კრიტიკას აბათილებს, კიდევ ერთხელ ააშკარავებს მათ ორმაგ სტანდარტსა და სიყალბეს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ევროკომისიის კვლევაზე.

ჩიხელიძის თქმით, საქართველოს მთავრობამ პრაგმატული პოლიტიკის წარმოებით შეძლო ის, რომ მოსახლეობის ნდობა არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებამ რეალურად დაინახა იმ პოლიტიკის შედეგები, რომელსაც ხელისუფლება ატარებს.

ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ კვლევა ევროკომისიის მიერ არის ჩატარებული და ეს არა უბრალოდ ერთი რიგითი ანგარიშია, არამედ საერთაშორისო კვლევით დადასტურებული რეალობა! მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ნდობის ინდექსი ისტორიულ მაქსიმუმზეა და ამის უარყოფას მხოლოდ ბრიყვი თუ შეეცდება.

„საქართველოს მთავრობის პროგრესს და მოსახლეობაში ნდობის ზრდას თავად ევროკომისია აღიარებს, ეს არის ფაქტი, რომელიც იმავე ევროკომისიის/დასავლეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის დაუმსახურებელ კრიტიკას აბათილებს, კიდევ ერთხელ ააშკარავებს მათ ორმაგ სტანდარტსა და სიყალბეს.

ევროკავშირის კვლევა იმ რეალობას აჩვენებს, რომლის დამალვასაც დასავლეთი საქართველოს მთავრობის პოლიტიკური კრიტიკით ცდილობს. 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა და საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზე გავიდა. რაც საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, ისტორიული შედეგია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს შედეგი იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში მუდმივად გვესმის საქართველოს მთავრობის კრიტიკა სწორედ ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან. ხშირად იქმნება ისეთი სურათი, თითქოს საქართველოს ხელისუფლება საზოგადოების ნდობას კარგავს, თითქოს მისი პოლიტიკა მხარდაჭერას ვერ პოულობს და თითქოს ქვეყანაში საზოგადოებრივი განწყობა მთლიანად ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული და ა.შ.

მაგრამ ერთია არამართლზომიერი კრიტიკა და მეორეა ფაქტი. ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობისადმი ნდობა გაიზარდა. ფაქტია, რომ საქართველო ამ მაჩვენებლით ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.

საქართველოს მთავრობამ პრაგმატული პოლიტიკის წარმოებით შეძლო ის, რომ მოსახლეობის ნდობა არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებამ რეალურად დაინახა იმ პოლიტიკის შედეგები, რომელსაც ხელისუფლება ატარებს - სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, ქვეყნის ინტერესების დაცვა და გადაწყვეტილებების მიღება, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

შეიძლება, პირადი მიზნებიდან გამომდინარე, ერთეულებს მთავრობის პოლიტიკა არ მოსწონდეთ, მაგრამ აღნიშნული კვლევა ზუსტად ასახავს, ზოგადად, საზოგადოების დამოკიდებულებას და განწყობას. ევროპის საუკეთესო ხუთეულში ყოფნა არის მოცემულობა, რომლის იგნორირება შეუძლებელია.

კვლევა ევროკომისიის მიერ არის ჩატარებული, რაც მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ ეს არა უბრალოდ ერთი რიგითი ანგარიშია, არამედ საერთაშორისო კვლევით დადასტურებული რეალობა! საქართველოს მთავრობის ნდობის ინდექსი ისტორიულ მაქსიმუმზეა და ამის უარყოფას მხოლოდ ბრიყვი თუ შეეცდება“, - წერს ჩიხელიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს