ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 12

შალვა პაპუაშვილი: კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში

შალვა პაპუაშვილი: კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენ კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე ქართული მხარე ადასტურებს, რომ მზად არის დაიწყოს ურთ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენ კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე ქართული მხარე ადასტურებს, რომ მზად არის დაიწყოს ურთ…

ჩვენ კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე ქართული მხარე ადასტურებს, რომ მზად არის დაიწყოს ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან.

„პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გაეროში ყოფნის დროს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიწვევით დასწრებოდა მიღებას და ჰქონდა მათ შორის შესაძლებლობა მოკლე გასაუბრების როგორც პრეზიდენტთან, ასევე უფრო დეტალური გასაუბრება სახელმწიფო მდივანთან. ჩვენ ასეთი ურთიერთობების დროს ყოველთვის ვადასტურებთ კიდევ ერთხელ ჩვენს მზადყოფნას, რომ ახალი ათვლის წერტილით დაიწყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. დანარჩენი დამოკიდებულია მათზე, ვინც უპასუხებს ამ ჩვენს მზადყოფნას. ასე რომ, ჩვენ კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში. სამწუხაროდ, ძალიან დააზიანა წინა ადმინისტრაციამ ეს ურთიერთობები და მნიშვნელოვანია, რომ ეს ზიანი აღმოიფხვრას და ახალი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მიღება 22 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს