ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ლევან მაჭავარიანი კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვაზე: არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში

ლევან მაჭავარიანი კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვაზე: არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის…

არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვის გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მთავრობასთან უნდა შეთანხმდეს რა ტიპის გრანტი უნდა გაიცეს ენჯეო ორგანიზაციაზე.

„პირდაპირ ვთქვათ, ძალიან სასაცილოა, რომ თითქოს მთავრობის ბრალია, რომ ვიღაც ოფისს ხურავს და გადის ქვეყნიდან. მთავრობასთან უნდა შეთანხმდეს რა ტიპის გრანტი უნდა გაიცეს ენჯეო ორგანიზაციაზე. არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში. შესაბამისად რა თქმა უნდა აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) გერმანული პოლიტიკური ფონდია და საქართველოში 2003 წლიდან მუშაობს. ფონდმა ოფიციალურად განაცხადა, რომ იძულებულია თბილისის ოფისი დახუროს. ორგანიზაციის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მოჰყვა იმას, რომ 2026 წლის ივლისში საქართველოს მთავრობამ უარყო ფონდის განაცხადები მისი პროექტების გაგრძელების თაობაზე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს