ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

ლევან მაჭავარიანი: ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ - ბურთი მათ მოედანზეა. მათ იციან, რომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს დავსხდეთ და შევადგინოთ კონკრეტული გზამკვლევი და ამ გზამკვლევში, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს ასახული

ლევან მაჭავარიანი: ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ - ბურთი მათ მოედანზეა. მათ იციან, რომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს დავსხდეთ და შევადგინოთ კონკრეტული გზამკვლევი და ამ გზამკვლევში, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს ასახული
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა მედიასთან. ის ასე გამო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა მედიასთან. ის ასე გამო…

ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა მედიასთან.

ის ასე გამოეხმაურა 22 სექტემბერს ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დასწრებას.

მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ იცის საქართველოს მზადყოფნა ახალი პარტნიორობის დაწყებასთან დაკავშირებით.

„სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია იყო ჩამოსული და ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა. რაც მთავარია, ამერიკულმა მხარემ ახალი პარტნიორობის დაწყებასთან, რეალურ პარტნიორობასთან და მეგობრობასთან დაკავშირებით ჩვენი მზადყოფნა იცის. ბურთი მათ მოედანზეა. მათ იციან, რომ ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და კონკრეტული გზამკვლევი შევადგინოთ დროსა და სივრცეში, სადაც ასახული იქნება, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ამ გზამკვლევში, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნის ინტერესები უნდა იყო ასახული“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს