ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ლევან იოსელიანი – მსჯავრდებულმა დავითაძემ ინციდენტთან დაკავშირებით 26 დეკემბერს მოგვმართა, იმავე დღეს სრულად დავათვალიერეთ მასალა და ქმედების ამსახველი მტკიცებულება ნანახი ვერ იქნა

ლევან იოსელიანი – მსჯავრდებულმა დავითაძემ ინციდენტთან დაკავშირებით 26 დეკემბერს მოგვმართა, იმავე დღეს სრულად დავათვალიერეთ მასალა და ქმედების ამსახველი მტკიცებულება ნანახი ვერ იქნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართვის დღესვე შეისწავლეს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაღებული ვიდეომასალა და მასში არასათანადო მოპყრობის ამსახველი მტკიცებულება…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართვის დღესვე შეისწავლეს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაღებული ვიდეომასალა და მასში არასათანადო მოპყრობის ამსახველი მტკიცებულება…

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართვის დღესვე შეისწავლეს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაღებული ვიდეომასალა და მასში არასათანადო მოპყრობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახეს.

მისივე თქმით, მსჯავრდებული ასევე მიუთითებდა ბადრაგის მხრიდან შეურაცხყოფაზე, გინებაზე და ამასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართეს, რის შემდეგაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

„ჩვენ მსჯავრდებულმა დავითაძემ 20-21 დეკემბრის ინციდენტთან დაკავშირებით 26 დეკემბერს მოგვმართა. როგორც თავად განმარტავდა, სავარაუდოდ, მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, მათ შორის, გაუპატიურების მუქარას. იმავე დღეს ჩვენ სრულად დავათვალიერეთ, როგორც 20, ისე 21 დეკემბრის მასალა პენიტენციურ დაწესებულებაში და ამდაგვარი ქმედების ამსახველი მტკიცებულება ნანახი ვერ იქნა. გარდა ამისა, მან პერიოდულად სხვა საკითხებზეც მოგვმართა, მათ შორის, ივნისში, კიდევ ერთხელ ისაუბრა სექსუალურ ხასიათის დანაშაულზე. ჩვენს მიერ უკვე გამოკვლეული იყო ეს პერიოდი და იგივე პერიოდს მიუთითებდა, შესაბამისად, მას ადვოკატის თანდასწრებით განემარტა, რა სამუშაოები იქნა გაწეული სახალხო დამცველის და მისი აპარატის მიერ, რა იქნა ნანახი და იმ პერიოდში არც მის ადვოკატს, არც მას ჩვენ მიმართ რაიმე ტიპის პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ის ასევე მიუთითებდა ბადრაგის მხრიდან შეურაცხყოფაზე, გინებაზე და ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ პროკურატურას და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დღეს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას. ამასთან, განცხადების შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და ყოფნის ამსახველი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს