ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 4

პრემიერი: გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს, საუბარია უმძიმეს კორუფციულ ფაქტებზე

პრემიერი: გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს, საუბარია უმძიმეს კორუფციულ ფაქტებზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იყო უმძიმესი კორუფცია და გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მაშინდელი 8-მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იყო უმძიმესი კორუფცია და გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მაშინდელი 8-მ…

იყო უმძიმესი კორუფცია და გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მაშინდელი 8-მილიარდიანი ბიუჯეტიც კი არ იხარჯებოდა სოციალური პასუხისმგებლობით.

„იყო უმძიმესი კორუფცია. გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს. პიჯაკებითაც რომ დავიწყოთ. წარმოიდგინეთ, მე რომ ვიყიდო ჩემი პიჯაკები ბიუჯეტის ხარჯზე, ხომ წარმოგიდგენიათ, ამას რამხელა ამბავი მოჰყვება. წარმოიდგინეთ, საიდან სადამდე შეიცვალა სტანდარტი, როცა საქმე ეხება კორუფციას, პიჯაკებზეც რომ ვილაპარაკოთ. მაგრამ, აქ საუბარი არ არის პიჯაკებზე. საუბარია უმძიმეს კორუფციულ ფაქტებზე, მაგალითად ჩემი შვილის სწავლა რომ დავაფინანსო ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხომ წარმოგიდგენიათ, მთლიანად საზოგადოებას, ან ოპოზიციას რა რეაქცია ექნება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, რომ ბიუჯეტიდან საკუთარი შვილის სწავლას აფინანსებდა ქვეყნის მაშინდელი რეჟიმის ლიდერი. საკუთარ დედას რომ მიჰყიდოს, მაგალითად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 1 ლარად, რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამ მასშტაბის კორუფციაზეა საუბარი. რეაქციაც არ იყო იმიტომ, რომ მწვანე შუქი ჰქონდათ ყველაფერზე ანთებული. არ იყო მედიის თავისუფლება. ეს იყო მაშინდელი მდგომარეობა. ამასთან ერთად, პლუს ეკონომიკური პრობლემები უმძიმესი, დემოკრატიის კუთხით არსებული უმძიმესი მდგომარეობა და ნული სოციალური პასუხისმგებლობა. ის ბიუჯეტიც კი, რომელიც გვქონდა მაშინ, დაახლოებით 8-მილიარდიანი ბიუჯეტი, ისიც კი არ იხარჯებოდა სოციალური პასუხისმგებლობით. ამაზე ბევრის თქმა შეიძლება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.




როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს