ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 14

ირაკლი კობახიძე – მოქმედებდა რეჟიმი, რომელსაც მიაჩნდა, რომ დამნაშავე და არადამნაშავე, ყველა იყო ყველაფრის ღირსი, ჩვენთვის ყველა ადამიანს აქვს ერთნაირად ღირსება

ირაკლი კობახიძე – მოქმედებდა რეჟიმი, რომელსაც მიაჩნდა, რომ დამნაშავე და არადამნაშავე, ყველა იყო ყველაფრის ღირსი, ჩვენთვის ყველა ადამიანს აქვს ერთნაირად ღირსება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 2012 წლის შემდეგ, არ არსებობს ადამიანის წამების ან არაადამიანური მოპყრობის არც ერთი დადასტურებული ფაქტი, როცა მანამდე არსებობდა ასობით და ათასობით ფაქტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

2012 წლის შემდეგ, არ არსებობს ადამიანის წამების ან არაადამიანური მოპყრობის არც ერთი დადასტურებული ფაქტი, როცა მანამდე არსებობდა ასობით და ათასობით ფაქტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია…

2012 წლის შემდეგ, არ არსებობს ადამიანის წამების ან არაადამიანური მოპყრობის არც ერთი დადასტურებული ფაქტი, როცა მანამდე არსებობდა ასობით და ათასობით ფაქტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ადამიანი პატიმარია, მსჯავრდებულია, პროფესორია, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის, ან საქმიანობის მიმდევარი, ყველას აქვს ერთნაირად ღირსება.

„რაც შეეხება ციხეებში არსებულ მდგომარეობას, კონკრეტული შემთხვევებიც იყო ჩამოთვლილი და როდესაც განცხადებები კეთდება კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით, უნდა არსებობდეს მტკიცებულება. როცა ვსაუბრობდი მე 2012 წლამდე რა ხდებოდა, იქ იყო უმარავი მტკიცებულება კონკრეტულ დანაშაულებთან დაკავშირებით, რასაც ჩადიოდნენ ციხეებში და ციხეებს გარეთ რეჟიმის წარმომადგენლები. როცა საუბრობთ კონკრეტულ შემთხვევებზე მტკიცებულებაც უნდა გქონდეთ რომ იქ ნამდვილად იყო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ დანაშაული ჩადენილი. თქვენ ამის მტკიცებულება არა მგონია, რომ გქონდეთ, რადგან ასეთი მტკიცებულება არ არსებობს.

ადამიანი ეძებს სამართალს, რადგან შეიძლება, ეჭვი ჰქონდეს რაიმესთან დაკავშირებით, მაგრამ არავის არ აქვს მტკიცებულება, რომ აქ კონკრეტული დანაშაულები იქნა ჩადენილი. მერწმუნეთ, დანაშაული რომ ყოფილიყო ჩადენილი და ამის მტკიცებულება რომ გვქონოდა, შესაბამისი პირები თუ პირი აუცილებლად დაისჯებოდა.

2012 წლამდე ციხეებში არსებულ მდგომარეობასა და დანაშაულებზე მქონდა საუბარი. 2012 წლის შემდეგ, არ არსებობს ადამიანის წამების ან არაადამიანური მოპყრობის არც ერთი დადასტურებული ფაქტი, როცა მანამდე არსებობდა ასობით და ათასობით ფაქტი. ფაქტი, მტკიცებულებით გამყარებული, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულების დონეზე.

თუ ხელისუფლების დამოკიდებულებაზეა საუბარი, სწორედ ეს არის ჩვენი ხელწერა, მაშინ მოქმედებდა რეჟიმი, რომელსაც მიაჩნდა, რომ დამნაშავე და არადამნაშავე, ყველა იყო ყველაფრის ღირსი. ასეთი სტანდარტი არსებობდა. ჩვენი სტანდარტი, რატომ არ არის დადგენილი არც ერთი ფაქტი წამების თუ არაადამიანური მოპყრობის ციხეებში, ჩვენთვის ადამიანი, პატიმარია, მსჯავრდებულია თუ პროფესორია, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის, თუ საქმიანობის მიმდევარი, ყველა ერთია. ყველას აქვს ერთნაირად ღირსება. ეს არის პრინციპული განსხვავება ჩვენს ხელისუფლებასა და იმდროინდელ რეჟიმს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს