ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 16

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის მიმართულებით მთავარი ამოცანაა ასოცირების დღის წესრიგით და DCFTA-ით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმა, დღევანდელი მაჩვენებლით, ვალდებულებების დაახლოებით 90% გვაქვს შესრულებული

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის მიმართულებით მთავარი ამოცანაა ასოცირების დღის წესრიგით და DCFTA-ით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმა, დღევანდელი მაჩვენებლით, ვალდებულებების დაახლოებით 90% გვაქვს შესრულებული
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის მიმართულებით მთავარი ამოცანაა ასოცირების დღის წესრიგით და DCFTA-ით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმა, დღევანდელი მაჩვენებლით, ვალდებულებების დაახლოებით 90% გვაქვს შესრულებული, – ამის შესახებ საქართველოს პრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის მიმართულებით მთავარი ამოცანაა ასოცირების დღის წესრიგით და DCFTA-ით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმა, დღევანდელი მაჩვენებლით, ვალდებულებების დაახლოებით 90% გვაქვს შესრულებული, – ამის შესახებ საქართველოს პრ…

ევროკავშირის მიმართულებით მთავარი ამოცანაა ასოცირების დღის წესრიგით და DCFTA-ით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმა, დღევანდელი მაჩვენებლით, ვალდებულებების დაახლოებით 90% გვაქვს შესრულებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველო 2028 წლის ბოლოსთვის ბევრად უკეთ მზად იქნება პროცესების გასაგრძელებლად, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო.

„რაც შეეხება ევროკავშირის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს, აქ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ასოცირების დღის წესრიგით და DCFTA-ით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმა. დღევანდელი მაჩვენებლით, დაახლოებით 90% გვაქვს შესრულებული უკვე შესაბამისი ვალდებულებების, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან და ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. ასეთი მდგომარეობა არ გვქონდა ჩვენ თუნდაც ორი წლის წინ – მაშინ დაახლოებით 65% იყო შესრულების მაჩვენებელი. ეს არის მთავარი რასაც ვაკეთებთ და რაზეც მუშაობა გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღეს არ დგას დღის წესრიგში. ჩვენ 2028 წლის ბოლოსთვის ვიქნებით ბევრად უკეთ მზად პროცესების გასაგრძელებლად, ვიდრე ვიყავით, დავუშვათ, ოთხი წლის წინ, 2024 წლის ბოლოს თუნდაც, როდესაც შესაბამისი განცხადება გაკეთდა“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს