ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 10

კახა კალაძე – უსამშობლო აგენტურამ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლა 2012 წლამდე დაიწყო, ახლაც იგივე დავალება აქვთ მიცემული გარე პატრონებისგან

კახა კალაძე – უსამშობლო აგენტურამ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლა 2012 წლამდე დაიწყო, ახლაც იგივე დავალება აქვთ მიცემული გარე პატრონებისგან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თუკი ვინმე მკვლელია და კავშირი აქვს მკვლელობასთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა, სადაც ის „ქართული ოცნება-დემოკ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თუკი ვინმე მკვლელია და კავშირი აქვს მკვლელობასთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა, სადაც ის „ქართული ოცნება-დემოკ…

თუკი ვინმე მკვლელია და კავშირი აქვს მკვლელობასთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა, სადაც ის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოწყებულ კამპანიას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ოპოზიციურად განწყობილი ძალები იმართებიან გარე პატრონებისგან და მათგან მიღებულ დავალებებს ასრულებენ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ.

„უსამშობლო აგენტურის წევრები როგორც მოქმედებენ ან რა განცხადებებსაც აკეთებენ, ეს მათი დაგეგმილი არაა. ცხადია, ისინი გარედან, მათი პატრონების მითითებს ასრულებენ. ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ 2012 წლამდე დაიწყო. აკეთებდნენ ცილისმწამებლურ განცხადებებს, აყენებდნენ შეურაცხყოფას. ეს დავალება აქვთ ახლაც მიცემული და აგრძელებენ მსგავს ქმედებებს. ეს ადამიანები ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როგორებიც იყვნენ და ახლა როგორებიც არიან, აქვთ მცდელობა, რომ იგივე სხვას დააბრალონ. თუკი ვინმე მკვლელია და კავშირი აქვს მკვლელობასთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს.

მართალია, ისინი გარე ძალებისგან იმართებიან და ყველა მათი ქმედება თავიანთი პატრონებისგან დავალებული აქვთ, თუმცა, მთავარი ის არის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კარგად არჩევს, ვინ ვინ არის, ვინ რას წარმოადგენს. ამიტომაც არიან ეს ოპოზიციურად განწყობილი, უსამშობლო ადამიანები ამ მდგომარეობაში – მათ არანაირი მხარდაჭერა ხალხისგან არ აქვთ, განულებული და გაუბედურებულები არიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს