ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 12

საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად ბათუმში წმინდა მატათა მოციქულის სახელობის საეკლესიო კომპლექსი მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად ბათუმში წმინდა მატათა მოციქულის სახელობის საეკლესიო კომპლექსი მოინახულა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ბათუმში წმინდა მატათა მოციქულის სახელობის საეკლესიო კომპლექსი მოინახულეს. საქართველოს პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან ერთად აჭარის ავტონომ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ბათუმში წმინდა მატათა მოციქულის სახელობის საეკლესიო კომპლექსი მოინახულეს. საქართველოს პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან ერთად აჭარის ავტონომ…

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ბათუმში წმინდა მატათა მოციქულის სახელობის საეკლესიო კომპლექსი მოინახულეს.

საქართველოს პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და მის მეუღლეს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ უმასპინძლა.

მეუფე დიმიტრიმ სტუმრებს კომპლექსის ინფრასტრუქტურა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ კომპლექსის ბაზაზე მოქმედი წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიაც დაათვალიერეს, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად 120-მდე მოსწავლეს აერთიანებს. გიმნაზიაში შექმნილია უნიკალური გარემო, სადაც მოზარდთა აკადემიური განათლება, სულიერი აღზრდა და შემოქმედებითი უნარების განვითარება ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილმა და თამარ ბაგრატიონმა გიმნაზიაში არსებული საგანმანათლებლო და სახელოვნებო სივრცეები, მათ შორის კინოთეატრი და მოზაიკის სახელოსნო მოინახულეს.

წმინდა მატათა მოციქულის სახელობის საეკლესიო კომპლექსი საგანმანათლებლო და სამონასტრო სივრცეებს აერთიანებს. მისი საქმიანობა ახალგაზრდა თაობის სულიერ, ინტელექტუალურ და შემოქმედებით აღზრდას ემსახურება.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს