ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 13

ირაკლი ქადაგიშვილი – 4 ოქტომბერი იყო ევროკავშირის ბიუროკრატების მიერ დაგეგმილი და ადგილობრივი აგენტურის მიერ შესრულებული პროვოკაცია, რაც არ განხორციელდა, ახლა უნდათ ჩაფარცხონ ვითომ არაფერი

ირაკლი ქადაგიშვილი – 4 ოქტომბერი იყო ევროკავშირის ბიუროკრატების მიერ დაგეგმილი და ადგილობრივი აგენტურის მიერ შესრულებული პროვოკაცია, რაც არ განხორციელდა, ახლა უნდათ ჩაფარცხონ ვითომ არაფერი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოში 4 ოქტომბერი, ანუ გადატრიალების, რევოლუციის და ფერადი გადატრიალებების ხანა დასრულებულია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართვე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოში 4 ოქტომბერი, ანუ გადატრიალების, რევოლუციის და ფერადი გადატრიალებების ხანა დასრულებულია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართვე…

საქართველოში 4 ოქტომბერი, ანუ გადატრიალების, რევოლუციის და ფერადი გადატრიალებების ხანა დასრულებულია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ასეთი ხანა რომ დასრულებულია ვერ გაიგო რადიკალურმა ოპოზიციამ, ვერ გააცნობიერა ევროკავშირის მთელმა რიგმა ბიუროკრატებმა, რომლებიც ერთი წლის წინ ღიად და საჯაროდ უჭერდნენ მხარს სახელმწიფო გადატრიალებას და არა პარლამენტს და არჩევნებს.

„ბრიუსელის დუმილი მიმანიშნებს იმას, რომ ეს მათ მიერ იყო წახალისებული და მხარდაჭერილი. დამარცხდნენ და ახლა იმის აღიარება, რომ ასეთ არაკონსტიტუციურ საქციელს უჭერდნენ მხარს, არ უნდათ, ამიტომ არიან გაჩუმებული. თორემ აბა, ის გადატრიალება, რასაც მხარს უჭერდნენ შემდგარიყო, პირველები პრეზიდენტის სასახლეში ელჩები იქნებოდნენ პირველები გამოჭიმული. როგორც მანამდე დადიოდნენ სალომე ზურაბიშვილთან, ვითომ პრეზიდენტთან, საპრეზიდენტო სტანდარტის გარშემო შეკრებილი. ეს იყო მათ მიერ დაგეგმილი და ადგილობრივი აგენტურის მიერ შესრულებული პროვოკაცია, რაც არ განხორციელდა. ამიტომ ახლა უნდათ ჩაფარცხონ ვითომ არაფერი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს