ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 15

ირაკლი ქადაგიშვილი – „ევრობარომეტრის“ კვლევის შედეგებით, საქართველოს პარლამენტისადმი ნდობა მოსახლეობაში იმდენად მაღალია, რომ ჩვენ ევროპის საუკეთესო ათეულში ვართ შესული

ირაკლი ქადაგიშვილი – „ევრობარომეტრის“ კვლევის შედეგებით, საქართველოს პარლამენტისადმი ნდობა მოსახლეობაში იმდენად მაღალია, რომ ჩვენ ევროპის საუკეთესო ათეულში ვართ შესული
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ევრობარომეტრის“ კვლევის შედეგები საქართველოს ხელისუფლებისადმი ქართველი ხალხის ნდობაზე მიუთითებს. ქადაგიშვილის განმარტებით, საქართველოს პარლამენტისადმი ნ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ევრობარომეტრის“ კვლევის შედეგები საქართველოს ხელისუფლებისადმი ქართველი ხალხის ნდობაზე მიუთითებს. ქადაგიშვილის განმარტებით, საქართველოს პარლამენტისადმი ნ…

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ევრობარომეტრის“ კვლევის შედეგები საქართველოს ხელისუფლებისადმი ქართველი ხალხის ნდობაზე მიუთითებს.

ქადაგიშვილის განმარტებით, საქართველოს პარლამენტისადმი ნდობა მოსახლეობაში მაღალია.

ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს ევროკომისიის კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია და უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ 23 სახელმწიფოს – გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები,იტალია,საფრანგეთი, ესპანეთი, ესტონეთი, ლიეტუვა,ლატვია, ბელგია, მალტა, უნგრეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, ალბანეთი, ხორვატია, რუმინეთი, სლოვაკეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, სლოვენია.

„ევროკომისიის მიერ „ევრობარომეტრისთვის“ დაკვეთილი ძალიან საინტერესო კვლევა გვაქვს ხელთ, სადაც საქართველოს პარლამენტისადმი ნდობა მოსახლეობაში იმდენად მაღალია, რომ ჩვენ ევროპის საუკეთესო ათეულში ვართ შესული. ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ბელგია და აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა. ანუ, ვუსწრებთ ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 23 ქვეყანას. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რა უნდა ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს აქვს საკუთარი ხელისუფლების მიმართ ნდობა. ეს შედეგები მიუთითებს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმართ ხალხს ჰქონდა და აქვს ნდობა. ოპოზიციას სულ სხვა მიზნები ჰქონდა და არა ხალხის არჩევანის რეალიზება. ეს მიანიშნებს, რომ პარლამენტი მუშაობს, ქმედითუნარიანია. ყველა გამოწვევებზე, რომელიც ეხება ეკონომიკას, პოლიტიკურ, თუ სოციალურ საკითხებს, პარლამენტი ცდილობს, მაქსიმალურად ადეკვატური იყოს. ეს მიანიშნებს, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობენ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს