ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 12

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, სამსახურის უფროსის ახალი მოადგილე, დავით არდაზიშვილი, უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს წარუდგინა - ინფორმაციას ფინანსთა სამ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, სამსახურის უფროსის ახალი მოადგილე, დავით არდაზიშვილი, უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს წარუდგინა - ინფორმაციას ფინანსთა სამ…

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, სამსახურის უფროსის ახალი მოადგილე, დავით არდაზიშვილი, უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს წარუდგინა - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

"დავით არდაზიშვილს საგამოძიებო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა. ახალი თანამდებობის დაკავებამდე დავით არდაზიშვილი საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

მერაბ გამყრელიძემ დავით არდაზიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ დავით არდაზიშვილის პროფესიული გამოცდილება, კვალიფიკაცია და ხედვები მნიშვნელოვანი რესურსია სამსახურის საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის.

მერაბ გამყრელიძის განცხადებით, საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდა და სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაა.

შეხვედრას საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და რეგიონული სამმართველოების უფროსები ესწრებოდნენ,"- ნათქვამია განცხადებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს