ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

ვერც ნანუკა ჟორჟოლიანი უშველის და ვერავინ უშველის დედამიწის ზურგზე, ისეთ დღეში არიან - ლევან მაჭავარიანი ენმ-ზე

ვერც ნანუკა ჟორჟოლიანი უშველის და ვერავინ უშველის დედამიწის ზურგზე, ისეთ დღეში არიან - ლევან მაჭავარიანი ენმ-ზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იმყოფებოდა თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე - ეს თემა ნაციონალურ მოძრაობაში ახალი დაპირისპირების მიზეზია. გავრცელებული ინფორმაციით აქციისგან დისტანცირებისთვის გიული ალასანიასა და ნანუკა ჟორჯ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იმყოფებოდა თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე - ეს თემა ნაციონალურ მოძრაობაში ახალი დაპირისპირების მიზეზია. გავრცელებული ინფორმაციით აქციისგან დისტანცირებისთვის გიული ალასანიასა და ნანუკა ჟორჯ…

იმყოფებოდა თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე - ეს თემა ნაციონალურ მოძრაობაში ახალი დაპირისპირების მიზეზია.

გავრცელებული ინფორმაციით აქციისგან დისტანცირებისთვის გიული ალასანიასა და ნანუკა ჟორჯოლიანს შორის დაპირისპირება მოხდა და სააკაშვილის დედამ ჟორჟოლიანს ექსპრეზიდენტის დანაბარებიც გადასცა რომ სააკაშილი ჟორჟოლიანით იმედგაცრუებულია.

ამ ინფორმაციას "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ნანუკა ჟორჟოლიანმა ჭორი უწოდა, ცოტა ხანში კი ვიდეო მიმართაც გაავრცელა, რომელშიც ამ კონკრეტულ კითხვებზე საუბრის ნაცვლად ყურადღების გადატანა სხვა თემებით სცადა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ საზოგადოება უარყოფს გარედან მართვას, მუდმივ საბოტაჟს, რევოლუციურ სცენარებსა და ქვეყნისთვის სანქციების მოთხოვნას.

"არაფერი არ ეშველებათ, ვერც ნანუკა ჟორჟოლიანი ვერ უშველის და ვერავინ ვერ უშველის დედამიწის ზურგზე, ისეთ დღეში არიან კონკრეტულად დედა ნაციონალური მოძრაობა და ჯამში კოლექტიური ნაცები ეს აგენტურა.

ისინი თავიდან ბოლომდე არიან გაშიფრული და უკვე მომხრეებსაც ვერ კრიბავენ ისეთ აქციებზე, რომელსაც აანონსებენ კვირებით ადრე, იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი ხალხი მათ უარს ეუბნება. უარს ეუბნება ქართველი ხალხი გარედან ქვეყნის მართვას, უარს ეუბნება ამდენ საბოტაჟირებას, მუდმივ რევოლუციურ სცენარებს, მუდმივად ხვეწნას უცხოელებისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დასანქცირდეს.

რაც უფრო დრო გავა, მათი რეიტინგი კიდევ უფრო დაიკლებს, რაზეც ძალიან კარგად იმეტყველა მათ შორის IRI-ის კვლევამ, სადაც ჩანს რეალური სურათი ოპოზიციურ ფლანგზე - ისინი არიან აბსოლუტურად განულებულები,"- აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს