ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

გია ვოლსკი ფინეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე: "რეალურად, ამ განცხადების უკან არის ის უბედურება, რასაც ომი ჰქვია"

გია ვოლსკი ფინეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე: "რეალურად, ამ განცხადების უკან არის ის უბედურება, რასაც ომი ჰქვია"
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "უკრაინის არმია ევროპაში წარმოადგენს ბუფერულ ზონას და ბარიერს პოტენციური რუსული აგრესიისთვის " - ფინეთის პრეზიდენტის ეს განცხადება თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ომის მხარდამჭერი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"უკრაინის არმია ევროპაში წარმოადგენს ბუფერულ ზონას და ბარიერს პოტენციური რუსული აგრესიისთვის " - ფინეთის პრეზიდენტის ეს განცხადება თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ომის მხარდამჭერი…

"უკრაინის არმია ევროპაში წარმოადგენს ბუფერულ ზონას და ბარიერს პოტენციური რუსული აგრესიისთვის " - ფინეთის პრეზიდენტის ეს განცხადება თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ომის მხარდამჭერი ქვეყნების ლიდერები უკვე ღიად აღიარებენ, რომ უკრაინა და უკრაინელები არიან ბუფერი რუსეთსა და ევროპას შორის და ეს ბედი ელოდა საქართველოსაც, რომ არა "ქართული ოცნების" სწორი პოლიტიკა.

საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეც. გია ვოლსკის განცხადებით, ამ განცხადების უკან არის ის უბედურება, რასაც ომი ჰქვია.

"ბუფერულ ზონაზე საუბარი ძალიან დასჩემდათ ევროპელ ლიდერებს. უკრაინა სისხლშია ჩამდგარი - ამდენი სისხლი, ამდენი ცრემლი იღვრება და მთავარი ლოზუნგი მაინც ამოწეულია ის, რომ უკრაინა ევროპის გულისთვის, როგორც ბუფერული სახელმწიფო, კვდება.

უკრაინელები კვდებიან ევროპული პერსპექტივისთვის, უკრაინელები კვდებიან კანდიდატის სტატუსისათვის, რომ უკრაინელები მოლაპარაკებების საფეხურზე გადავიდნენ - ეს არის მათი მიღწევა და რეალურად ვხედავთ რა მდგომარეობაც არის... პირდაპირ გეუბნებიან, რომ საქართველო წარმოადგენს არათუ ბუფერულ ზონას, არამედ საზარბაზნე ხორცია შენი როლი და მთავარი დანიშნულება. ეს მახინჯი შეფასებებია. რეალურად, ამ განცხადების უკან არის ის უბედურება, რასაც ომი ჰქვია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს