ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, განხორციელდა პროფესიული გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდა დიპლომატებისთვის – „გზაჯვარედინის დიპლომატიური ქსელი“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, განხორციელდა პროფესიული გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდა დიპლომატებისთვის – „გზაჯვარედინის დიპლომატიური ქსელი“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, განხორციელდა პროფესიული გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდა დიპლომატებისთვის – „გზაჯვარედინის დიპლომატიური ქსელი“ (Crossroads Diplomacy Network), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, განხორციელდა პროფესიული გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდა დიპლომატებისთვის – „გზაჯვარედინის დიპლომატიური ქსელი“ (Crossroads Diplomacy Network), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს…

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, განხორციელდა პროფესიული გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდა დიპლომატებისთვის – „გზაჯვარედინის დიპლომატიური ქსელი“ (Crossroads Diplomacy Network), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური აზიის ქვეყნების – ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინიციატივა ახალგაზრდა დიპლომატებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება.

„ჩვენი სურვილი იყო, შეგვექმნა პლატფორმა, სადაც სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის ახალგაზრდა დიპლომატებს ერთმანეთთან შეხვედრის, გამოცდილების გაზიარების, საერთო გამოწვევებზე მსჯელობის, თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთმანეთის უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მიეცემოდათ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მზარდ მნიშვნელობაზე და ამ თვალსაზრისით პროფესიული კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე.

„ჩვენს ქვეყნებს მზარდი ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტები, ასევე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა აკავშირებს. შუა დერეფანი სულ უფრო მზარდი დაკავშირებადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ცენტრალურ აზიის, საქართველოსა და სხვა რეგიონებისთვის. მაშინ როცა ინფრასტრუქტურა აკავშირებს ჩვენს ეკონომიკებს, მსგავს ინიციატივებს ადამიანების დაკავშირება შეუძლიათ. თქვენი აქ ყოფნა განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია, რადგან სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც იქნებით მომდევნო წლებში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმსაზღვრელები. თქვენს მიერ დღეს ჩამოყალიბებული ურთიერთობები შესაძლოა მომავალი თანამშრომლობის საფუძვლად იქცეს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

აღნიშნული პროგრამა პირველად განხორციელდა ცენტრალური აზიის ქვეყნების ახალგაზრდა დიპლომატებისთვის და რეგულარულ ხასიათს მიიღებს. ინიციატივის მიზანია საქართველოსა და სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებს შორის პროფესიული და ინსტიტუციური კავშირების გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და გრძელვადიანი პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს