ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 15

მაია ბითაძე სომხეთის ელჩს შეხვდა

მაია ბითაძე სომხეთის ელჩს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კულტურულ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კულტურულ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბ…

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კულტურულ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ 7-8 ოქტომბერს საქართველოში სომხეთის კულტურის დღეები იმართება, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, კულტურის დღეების ფარგლებში სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების მზარდი დინამიკის და შემდგომი პარტნიორობის შესაძლებლობების განსახილველად.

ელჩის განცხადებით საქართველოსა და სომხეთს შორის არაერთი მიმართულებით არსებობს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა, მათ შორისაა კულტურის სფერო, სადაც პოტენციალი დიდია და, შესაბამისად, ამ ურთიერთობების გაღრმავება მისასალმებელია.

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე და სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი არენ არაქელიანი ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს