ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 19

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად განწესებული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად განწესებული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად განწესებული მოსამართლეების – გოგა კიკილაშვილისა და სერგო მეთოფიშვილის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და მათ უფლებამოსილების დაწყება…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად განწესებული მოსამართლეების – გოგა კიკილაშვილისა და სერგო მეთოფიშვილის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და მათ უფლებამოსილების დაწყება…

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად განწესებული მოსამართლეების – გოგა კიკილაშვილისა და სერგო მეთოფიშვილის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და მათ უფლებამოსილების დაწყება მიულოცა.

გოგა კიკილაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დანიშნა, სერგო მეთოფიშვილი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება ფიცის დადების დღიდან იწყება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს განსაკუთრებულ როლსა და მოსამართლის სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ გამოცდილებას, სახელმწიფოებრივ ტრადიციებსა და თავისუფლებისკენ სწრაფვას განასახიერებს და თითოეული მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს იცავს.

მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე გეოპოლიტიკური და საერთაშორისო სამართლებრივი გამოწვევების პირობებში ქვეყნის შიგნით კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მნიშვნელობაზეც.

მიხეილ ყაველაშვილმა გოგა კიკილაშვილსა და სერგო მეთოფიშვილს საპასუხისმგებლო საქმიანობის დაწყება მიულოცა და პროფესიული წარმატება უსურვა.

გოგა კიკილაშვილი იურიდიულ და აკადემიურ საქმიანობას ეწევა. მას დასრულებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამა, პროფესიული განათლება მიღებული აქვს გერმანიასა და შვედეთში. იგი სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა, იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი, ხოლო 2023 წლიდან – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.

სერგო მეთოფიშვილს მრავალწლიანი სამოსამართლო გამოცდილება აქვს. მისი კარიერა 2009 წელს დაიწყო. სხვადასხვა პერიოდში იგი საქმიანობდა რაიონულ სასამართლოებსა და თბილისის საქალაქო სასამართლოში, იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიების მოსამართლე და თავმჯდომარე. 2016 წელს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ იგი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო 10 წლის ვადით განწესებული ცხრა მოსამართლისგან შედგება. მათგან სამ მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო სამს – საქართველოს უზენაესი სასამართლო.

ფიცის დადების ცერემონიას პრეზიდენტთან ერთად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები და ბათუმის მერი ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს