ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 12

მარიამ ლაშხი – საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა კარგი შესაძლებლობაა, ვისაუბროთ იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ნაკლები დიპლომატიური კავშირი გვაქვს

მარიამ ლაშხი – საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა კარგი შესაძლებლობაა, ვისაუბროთ იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ნაკლები დიპლომატიური კავშირი გვაქვს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ასამბლეაზე ჩვენი მთავარი თემა იქნება საქართველოს სუვერენიტეტი, მისი დაცვა, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა გ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ასამბლეაზე ჩვენი მთავარი თემა იქნება საქართველოს სუვერენიტეტი, მისი დაცვა, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა გ…

ასამბლეაზე ჩვენი მთავარი თემა იქნება საქართველოს სუვერენიტეტი, მისი დაცვა, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული მხარე აქტიურად ისაუბრებს ოკუპაციაზე და საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობაზე.

„საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის თემა არის – კარგი მმართველობა ნდობის და საზოგადოების ინკლუზიურობის ჩართულობის გზით. საქართველოს სწორედ ამ მიმართულებით წარმატებული ნაბიჯები აქვს განხორციელებული. ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის ანგარიშით, საქართველო ევროპის ათეულში მოხვდა. მნიშვნელოვანი იქნება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით მიმართავს ასამბლეის მონაწილეებს. გვექნება შესაძლებლობა ახალგაზრდა პარლამენტარების ფორუმში მივიღოთ მონაწილეობა, სადაც ახალგაზრდების, ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით გვექნება საუბარი. ორმხრივი შეხვედრები გვექნება როგორც აფრიკის, ევროპის, აზიის, ასევე შუა ოკეანეთის ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელებთან.

მთავარი თემა იქნება საქართველოს სუვერენიტეტი, მისი დაცვა, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება. საქართველოსთვის მსგავსი ტიპის პლატფორმები კარგი შესაძლებლობაა, რომ ვისაუბროთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც არა მხოლოდ ახლოს არ არიან ჩვენთან, არამედ ნაკლები შესაძლებლობები და დაფარვა არსებობს დიპლომატიური ხაზით. ჩვენ ამ პლატფორმებს ამ დიალოგისათვისაც ვიყენებთ. გვექნება შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ოკუპაციის ხაზს მიღმა მდგომარეობაზე. ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ აგრესიის შესახებ, რომელსაც საქართველო ათწლეულების მანძილზე გადის და რომლის მიუხედავადაც, ქვეყნის მთავარი არჩევანი არის მშვიდობის გზით კონფლიქტის მოგვარება. საუბარი გვექნება საქართველოს იმ მიდგომებზეც, რომელიც ჩვენი რეგიონის გაძლიერებისა, სტაბილური განვითარების და ეკონომიკური კეთილდღეობის მიმართულებით არსებობს“, – განაცხადა ლაშხმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს