ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 4

გურამ მაჭარაშვილი საფრანგეთსა და ბელგიაში მიმდინარე აქციებზე: რასაც სხვას დაჟინებით და ცუდს უსურვებ, აუცილებლად ბუმერანგის და სამართლიანობის პრინციპით უკან დაგიბრუნდება

გურამ მაჭარაშვილი საფრანგეთსა და ბელგიაში მიმდინარე აქციებზე: რასაც სხვას დაჟინებით და ცუდს უსურვებ, აუცილებლად ბუმერანგის და სამართლიანობის პრინციპით უკან დაგიბრუნდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ერთადერთი, რასაც ისინი აკეთებდნენ, აფინანსებდნენ რადიკალურ „ნაც აგენტურას“ „მოლოტოვის კოქტეილებით“, ფულს უხდიდნენ იმაში, რომ ათასგვარი საშუალებები შეეძინათ და შტურმი გაეკეთებინათ პარლამენტზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე და ა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ერთადერთი, რასაც ისინი აკეთებდნენ, აფინანსებდნენ რადიკალურ „ნაც აგენტურას“ „მოლოტოვის კოქტეილებით“, ფულს უხდიდნენ იმაში, რომ ათასგვარი საშუალებები შეეძინათ და შტურმი გაეკეთებინათ პარლამენტზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე და ა…

ერთადერთი, რასაც ისინი აკეთებდნენ, აფინანსებდნენ რადიკალურ „ნაც აგენტურას“ „მოლოტოვის კოქტეილებით“, ფულს უხდიდნენ იმაში, რომ ათასგვარი საშუალებები შეეძინათ და შტურმი გაეკეთებინათ პარლამენტზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე და ა.შ, - აცხადებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.

დეპუტატი საფრანგეთსა და ბელგიაში მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა.

„რასაც სხვას დაჟინებით და ცუდს უსურვებ, აუცილებლად ბუმერანგის და სამართლიანობის პრინციპით უკან დაგიბრუნდება. კარგად გვახსოვს, უცხოეთიდან დაფინანსებული ძალები 2023-ში, 2024-ში და 2025-ში როგორ ახერხებდნენ იმას, რომ დეზინფორმაცია შემოეტანათ საქართველოში და სამწუხაროდ, ამას ხელს უწყობდა მათ შორის, საფრანგეთის, ბელგიის ხელისუფლება და საელჩო. ჩვენს კითხვაზე - რას გულისხმობდნენ იმაში, რომ მაგალითად რადიკალიზმი ყოფილიყო საქართველოში და რატომ უნდოდათ, ამაზე პასუხი არ იყო. ერთადერთი, რასაც ისინი აკეთებდნენ, აფინანსებდნენ რადიკალურ „ნაც აგენტურას“ „მოლოტოვის კოქტეილებით“, ფულს უხდიდნენ იმაში, რომ ათასგვარი საშუალებები შეეძინათ და შტურმი გაეკეთებინათ პარლამენტზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე და ა.შ“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

საფრანგეთში დღეს სკოლის მოსწავლეებისა და მათი მხარდამჭერების მასშტაბური საპროტესტო აქციები იგეგმება. ორგანიზატორებმა საზოგადოებას აქციების გამართვისკენ მოუწოდეს იმ მოსწავლეების მხარდასაჭერად, რომლებიც განათლების სფეროში დაფინანსების გაზრდას და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ქვეყნის პრემიერმა სკოლებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ზომების მიღება ჯერ კიდევ გასულ კვირას დააანონსა, თუმცა პროფკავშირების განცხადებით, მთავრობას მათთვის „არაფერი კონკრეტული“ არ შეუთავაზებია. დემონსტრაციებია ბელგიაშიც. სტუდენტურმა პროტესტმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში იფეთქა. რაც ევროპაში არეულობის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელების რისკებს აჩენს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს