ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 14

არჩილ გორდულაძე – ადამიანები როდესაც ინანიებენ დანაშაულებრივ ქმედებას, ეს ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს ბრალდება, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სწორი

არჩილ გორდულაძე – ადამიანები როდესაც ინანიებენ დანაშაულებრივ ქმედებას, ეს ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს ბრალდება, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სწორი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ადამიანები როდესაც აღიარებენ საკუთარ ნამოქმედარს და ინანიებენ დანაშაულებრივ ქმედებას, ეს ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს ბრალდება იყო მართალი, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებაც იყო სწორი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ადამიანები როდესაც აღიარებენ საკუთარ ნამოქმედარს და ინანიებენ დანაშაულებრივ ქმედებას, ეს ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს ბრალდება იყო მართალი, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებაც იყო სწორი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ…

ადამიანები როდესაც აღიარებენ საკუთარ ნამოქმედარს და ინანიებენ დანაშაულებრივ ქმედებას, ეს ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს ბრალდება იყო მართალი, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებაც იყო სწორი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ყოველთვის იქნება ლმობიერი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარ ნამოქმედარს გაიაზრებენ, მოინანიებენ და სახელმწიფოსაც მიმართავენ.

„4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის აქციას მიუერთდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული ყველა პირი, მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებიც აქციაში იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ როგორც კი დამხობა არ გამოვიდა, მაშინვე გაემიჯნენ, ყოველ შემთხვევაში სცადეს მარტივი გზით – გაიქცნენ. ამ აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ბრალდებული და მსჯავრდებული ადამიანების დაახლოებით ნახევარმა აღიარა და მოინანია ნამოქმედარი და მათ მიმართაც მიმდინარეობდა განსაკუთრებული ბულინგი. იგივე ხდება ორგანიზატორების მიმართაც. ადამიანები როდესაც აღიარებენ ნამოქმედარს და ინანიებენ დანაშაულებრივ ქმედებას, ეს ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს ბრალდება იყო მართალი, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებაც იყო სწორი. ასევე მართალი იყო პოლიტიკური შეფასებები ძალადობრივი აქციებისა და ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის მცდელობის შესახებ, როდესაც, მათ შორის, ყველაფერს ორგანიზატორიც ამბობს და უცხოელებიც. მანამდე იყო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ყოფილი ელჩი, რომელიც ესკალაციის ერთ-ერთი მთავარი განმახორციელებელი იყო, მათ შორის იყვნენ გაფართოების კომისრები, მათი წარმომადგენლები და პრესმდივანები. ქალბატონი მაია სანდუ, რომელიც ამ აქციის მიმდინარეობისას პირდაპირ წერდა, რომ ქართული საზოგადოების გვერდით დგას იმ დროს, როდესაც ეს ხალხი ცდილობდა სტრატეგიული ობიექტი დაეკავებინა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სიმართლე ერთია, ხოლო მეორეა არარსებული რეალობის რეალობად წარმოჩენის მცდელობა, რომელშიც პირდაპირ ჩართული არიან უცხოური სახელის და გვარის მქონე ადამიანები“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, ნიშანდობლივია, რომ ორგანიზატორობაში მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის შვილი ამბობს, რომ მეთაურმა არ უნდა მიატოვოს ჯარისკაციო.

„ბრალში ზუსტად ეს არის, რომ პაატა ბურჭულაძე იყო ორგანიზატორი, ანუ ძალადობრივი დამხობის აქციის მეთაური. გამოდის, რომ, მათ შორის, მისი შვილი საკუთარი მამის დანაშაულს ირიბად აღიარებს. სახელმწიფო ყოველთვის იქნება ლმობიერი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარ ნამოქმედარს გაიაზრებენ, მოინანიებენ და შესაბამისად სახელმწიფოსაც მიმართავენ. ხოლო ის პირები, რომელთა მიზანიც არის ამ ქვეყანაში გარე მმართველობის დამყარება, რა თქმა უნდა, ასეთ პირებს ყოველთვის დააბულინგებენ. ყოველთვის იქნება მათზე განსაკუთრებული ზეწოლა, რომ საკუთარი ნამოქმედარი არ აღიარონ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს