ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

შალვა პაპუაშვილი – საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე, სადაც 180-მდე ქვეყანაა წარმოდგენილი, შესაძლებლობა მექნება, ვისაუბრო დემოკრატიული მმართველობის გამოწვევებზე

შალვა პაპუაშვილი – საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე, სადაც 180-მდე ქვეყანაა წარმოდგენილი, შესაძლებლობა მექნება, ვისაუბრო დემოკრატიული მმართველობის გამოწვევებზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად მონაწილეობას ვიღებთ საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაზე, რომელიც ტანზანიაში იმართება. ეს ასამბლეა გამორჩეულია იმით, რომ ასამბლეის პრეზიდენტის არჩევა მოხდება, რომელიც გასულ 2023…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად მონაწილეობას ვიღებთ საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაზე, რომელიც ტანზანიაში იმართება. ეს ასამბლეა გამორჩეულია იმით, რომ ასამბლეის პრეზიდენტის არჩევა მოხდება, რომელიც გასულ 2023…

საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად მონაწილეობას ვიღებთ საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაზე, რომელიც ტანზანიაში იმართება. ეს ასამბლეა გამორჩეულია იმით, რომ ასამბლეის პრეზიდენტის არჩევა მოხდება, რომელიც გასულ 2023 წელს ავირჩიეთ, თავად მოქმედი პრეზიდენტი ტანზანიის პარლამენტის თავმჯდომარეა, ეს ღონისძიება აქ ამიტომაც იმართება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე 180-მდე ქვეყანაა წარმოდგენილი.

„შესაძლებლობა მექნება, რომ ასამბლეის ფარგლებში ვისაუბრო დემოკრატიული მმართველობის გამოწვევებზე. რა თქმა უნდა, ასევე ორმხრივი შეხვედრები იქნება ევროპის, აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციასთან. ეს ასამბლეა 180-მდე ქვეყნის პარლამენტს აერთიანებს, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელსაც პოლიტიკური დატვირთვა აქვს და პარლამენტების გაერთიანებას წარმოადგენს. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ასამბლეა იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკის აქტიური წარმოება მომხდარიყო. წელს ასამბლეაზე გაწევრიანდა ნაურუ. შესაძლებლობა გვექნება, რომ ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარესთანაც შევხვდეთ. იცით, რომ ცოტა ხნის წინ, ნაურუმ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. მას ამ ასამბლეის წევრობისთვის შესაბამისად გზა გაეხსნა და შესაძლებლობა გვექნება, რომ ორმხრივ ფორმატშიც ვისაუბროთ და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გავმართოთ. გეოგრაფიულად შორს მყოფ ქვეყნებთან უკეთესია, რომ უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს. საქართველოს საელჩოებითაც ყველა ქვეყანას ვერ ფარავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, აღნიშნული კონფერენცია არის შესაძლებლობა, რომ ერთ ადგილას სხვადასხვა კონტინენტის პარლამენტის თავმჯდომარეებს შეხვდნენ.

„მათთან ურთიერთობა გვქონდეს და ამ მხრივ ის პრობლემატიკა გავავრცელოთ, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლებრივ არენაზე. თავისთავად, როდესაც გეოგრაფიულად შორს მყოფი ქვეყნებია, მათთვის შორიდან შეიძლება ასე მტკივნეულად არ ჩანდეს ის გამოწვევები, რომელიც საქართველოს აქვს, თუმცა სწორედ ორმხრივი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მათ აუხსნათ, რომ ეს გამოწვევები შეიძლება მათთვის გეოგრაფიულად შორს არის, მაგრამ ახლოს არის საერთაშორისო სამართლებრივი პრობლემატიკის თვალსაზრისით, რადგან თუ მსოფლიოს ერთ ადგილას დაირღვა საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები, ის დარღვევა მეორე ადგილასაც და პრეცედენტებს აქვთ ხოლმე ძალიან ცუდი განვითარება. ამიტომ, ამგვარი ასამბლეები იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენს კოლეგებთან პირადი კომუნიკაცია გვქონდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს