ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 4

გიორგი გაბუნია „ახალზე“: ესენი არ გაყოფილან და არც გაიყოფიან. საკუთარი იდეით წარმოადგენენ ერთ ძალას - „ნაციონალურ მოძრაობას“ რომელიც 2012 წელს კინწისკვრით გააგდო ქართველმა ხალხმა ხელისუფლებიდან. მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არასოდეს იქნება

გიორგი გაბუნია „ახალზე“: ესენი არ გაყოფილან და არც გაიყოფიან. საკუთარი იდეით წარმოადგენენ ერთ ძალას - „ნაციონალურ მოძრაობას“ რომელიც 2012 წელს კინწისკვრით გააგდო ქართველმა ხალხმა ხელისუფლებიდან. მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არასოდეს იქნება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გიორგი გაბუნიამ „ახალის“ შესაძლო დაყოფის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ „ახალი“ არ არის პოლიტიკური პარტია და „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფს წარმოად…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გიორგი გაბუნიამ „ახალის“ შესაძლო დაყოფის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ „ახალი“ არ არის პოლიტიკური პარტია და „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფს წარმოად…

გიორგი გაბუნიამ „ახალის“ შესაძლო დაყოფის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ „ახალი“ არ არის პოლიტიკური პარტია და „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფს წარმოადგენს.

„საერთოდ, პოლიტიკური პარტია, როგორც ასეთი, არის იდეები და ღირებულებები და როდესაც ამ ძალას არ გააჩნია არანაირი ღირებულებები და ფასეულობები, ჩვენ ვერ განვიხილავთ მათ, როგორც პოლიტიკურ პარტიას. ეს არის რადიკალური ძალა, რომელსაც აქვს ერთი დღის წესრიგი - ძალადობა, სიძულვილის ენის დათესვა საზოგადოებაში და ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლა. შესაბამისად, ესენი არ გაყოფილან და არც გაიყოფიან. საკუთარი იდეით წარმოადგენენ ერთ ძალას - „ნაციონალურ მოძრაობას“ რომელიც 2012 წელს კინწისკვრით გააგდო ქართველმა ხალხმა ხელისუფლებიდან. შესაბამისად, მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არასოდეს იქნება“, - აცხადებს გაბუნია.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციაში დაპირისპირების ახალი კერაა. ვიდრე გვარამიასა და მელიას მომხრეები გაიყოფიან, დავობენ, ვის დარჩება ბრენდი, ლოგო და პარტიის ნომერი. არსებული ინფორმაციით, ციხეში მყოფი მელია, გაღიზიანებულია ნიკა გვარამიაზე, რომელსაც პარტიის მიზანმიმართულ ჩამოშლაში ადანაშაულებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს