ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 10

თორნიკე ჭეიშვილმა კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონული დიალოგის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

თორნიკე ჭეიშვილმა კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონული დიალოგის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონული დიალოგის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. „კლიმატის ცვლილება თანამედროვე მსოფლი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონული დიალოგის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. „კლიმატის ცვლილება თანამედროვე მსოფლი…

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონული დიალოგის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„კლიმატის ცვლილება თანამედროვე მსოფლიოს, მათ შორის, ჩვენი ქვეყნების საერთო გამოწვევაა. მისი გავლენა გარემოზე, ეკონომიკასა და ადამიანთა კეთილდღეობაზე მოითხოვს როგორც ეროვნულ დონეზე თანმიმდევრულ მოქმედებას, ისე საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

თორნიკე ჭეიშვილის თქმით, აღნიშნულ პროცესში პარლამენტს და შესაბამის დარგობრივ კომიტეტს ერთ-ერთი წამყვანი როლი აკისრია. მისივე განცხადებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან, რომლის ფარგლებშიც ბოლო წლებში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა როგორც კლიმატის პოლიტიკის, ისე სათანადო საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწის მხრივ.

„2026 წელს პარლამენტმა მიიღო სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (MRV) წესები, რაც სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში სათბურის აირების ემისიების შესახებ და უკეთ დაგეგმოს სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებები.

საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC 3.0) განახლებული, მე-3 თაობის დოკუმენტის შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა მიზნად ისახავს სათბურის აირების ემისიების შემცირებას 2030 წლისთვის 47%-ით, ხოლო 2035 წლისთვის 50%-ით. ამასთანავე, სახელმწიფოს გრძელვადიანი კლიმატური მიზანი - 2050 წლისთვის კლიმატ-ნეიტრალურობის მიღწევის ხელშეწყობაა. რასაკვირველია, ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კლიმატის მწვანე ფონდის მხარდაჭერას. მტკიცედ გვწამს, რომ სახელისუფლებო ორგანოების, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება ხსენებული მიმართულებებით ხელშესახები პროგრესის მიღწევა; ხოლო, ეს რეგიონული დიალოგი იქნება ეფექტიანი პლატფორმა გამოცდილების გაზიარების, საერთო პრიორიტეტების გამოკვეთისა და თანამშრომლობის ახალი გზების მოძიების საქმეში“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, კლიმატის სფეროში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები და დაინტერესებული მხარეები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს