ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 12

შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი, რაშიც გვისწრებს მოლდოვა, არის ბრიუსელის ლამაზი სიტყვები, ასეთი სიტყვები ნამდვილად არ გვჭირდება, თუკი მათ მიღმა თავს მოხვეული პოლიტიკით დავზიანდებით

შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი, რაშიც გვისწრებს მოლდოვა, არის ბრიუსელის ლამაზი სიტყვები, ასეთი სიტყვები ნამდვილად არ გვჭირდება, თუკი მათ მიღმა თავს მოხვეული პოლიტიკით დავზიანდებით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ვინც უჯერებს ბრიუსელს, ზიანდება, ვინც არ უჯერებს ბრიუსელს და უჯერებს საკუთარ ხალხს, მოგებაშია ეკონომიკური თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილს ჟურნალი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ვინც უჯერებს ბრიუსელს, ზიანდება, ვინც არ უჯერებს ბრიუსელს და უჯერებს საკუთარ ხალხს, მოგებაშია ეკონომიკური თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილს ჟურნალი…

ვინც უჯერებს ბრიუსელს, ზიანდება, ვინც არ უჯერებს ბრიუსელს და უჯერებს საკუთარ ხალხს, მოგებაშია ეკონომიკური თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „მარტა კოსი აცხადებს, რომ მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპებით მიიწევს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. კოსი ამას ამბობს იმ ფონზე, როცა საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ანგარიშები სხვას ამტკიცებს“.

კითხვის საპასუხოდ პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ბრიუსელის ლამაზი სიტყვები არ სჭირდება, თუკი მათ მიღმა ევრობიუროკრატიის თავს მოხვეული პოლიტიკა იქნება.

„ევროინტეგრაციის პროცესის მიხედვით, ერთადერთი, რაშიც მოლდოვას შეიძლება ჰქონდეს შთამბეჭდავი პროგრესი, არის ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან შექებები. ჩვენი გამოცდილება გვეუბნება, რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს საკუთარი გადაწყვეტილებებითა და თავს მოხვეული დირექტივებით. მოლდოვის ეკონომიკური ზრდის ტემპები საქართველოზე მაღალი იყო უკრაინის ომამდე. 2021 წელს მათი ეკონომიკური ზრდის ტემპი იყო თითქმის 14%, როცა ჩვენ 10%-მდე ვიყავით. როდესაც უკრაინის ომი დაიწყო, მათ ჰქონდათ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ამის შემდეგ 0-2%-ს შორის იცვლება ეკონომიკური ზრდის ტემპები, მაშინ როცა საქართველოში ამ წლების განმავლობაში ეკონომიკური ზრდის ტემპი საშუალოდ არის 9%. სხვაობა რაშია – მოლდოვა უჯერებს ბრიუსელს, ჩვენ არ ვუჯერებთ.

სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები 31%-ზე მეტია მოლდოვაში, მოსახლეობის თითქმის მესამედი სიღარიბის ზღვარს მიღმაა ამ დახმარებებისა და პროგრესების ფონზე. ჩვენ ამ პერიოდში 7%-მდე ჩამოვიყვანეთ ეს მაჩვენებელი. სხვაობა რაშია – მოლდოვა უჯერებს ბრიუსელის ბიუროკრატიას, ჩვენ – არა. ის, ვინც უჯერებს ბრიუსელს, ზიანდება, ვინც არ უჯერებს ბრიუსელს და უჯერებს საკუთარ ხალხს, მოგებაშია ეკონომიკური თვალსაზრისით. ერთადერთი, რაშიც მართლა გვისწრებს მოლდოვა, არის ბრიუსელის ლამაზი სიტყვები, თუმცა ასეთი ლამაზი სიტყვები ნამდვილად არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, თუკი მათ მიღმა ჩვენ დავზიანდებით ბრიუსელისგან თავს მოხვეული პოლიტიკით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს