ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 13

დავით სონღულაშვილი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში, რაიმუნდ იელეს შეხვდა

დავით სონღულაშვილი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში, რაიმუნდ იელეს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელს საქართველოში, რაიმუნდ იელეს თბილისში მიმდინარე კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელს საქართველოში, რაიმუნდ იელეს თბილისში მიმდინარე კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელს საქართველოში, რაიმუნდ იელეს თბილისში მიმდინარე კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონული დიალოგის ფარგლებში შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირების, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების, სექტორში ინვესტიციების მოზიდვისა და შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

„მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება და ისეთი ფინანსური რესურსების მობილიზება, რომელიც ქვეყანას კლიმატთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებაში დაეხმარება. ამ მიმართულებით FAO-სთან თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მხარეებმა ასევე განიხილეს FAO-ს მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მათ შორის სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და ექსტენციის სისტემის განვითარების, მიწის კონსოლიდაციის, ქარსაფარი ზოლების აღდგენის, მეთევზეობისა და აკვაკულტურის, სურსათის უვნებლობისა და ცხოველთა იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემის გაძლიერების მიმართულებით.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მხარდაჭერით დაგეგმილ ახალ პროექტზეც, რომლის საერთო ბიუჯეტი დაახლოებით 3 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტი საქართველოში სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და აკვაკულტურის მიმართულებების განვითარებას ითვალისწინებს. სოფლის მეურნეობის კომპონენტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფერმერთა საველე სკოლებსა და ექსტენციის მომსახურების გაძლიერებას.

„საქართველოსთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას და ფერმერებისთვის საჭირო ცოდნისა და მომსახურებების გაძლიერებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსტენციის მიმართულებით მუშაობა, რათა ფერმერებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და მხარდაჭერა. ასევე, მეთევზეობისა და აკვაკულტურის მიმართულება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ სფეროში საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და ვფიქრობ, შესაბამისი გამოცდილებისა და ტექნიკური მხარდაჭერის გაძლიერება სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, – განაცხადა რაიმუნდ იელემ.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და FAO-ს შესაბამისი მიმართულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გრემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს