ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ნიკოლოზ სამხარაძე – პარლენტთშორისი კავშირის ასამბლეაზე შეხვედრები გვექნება ევროპის, აზიისა და აფრიკის, წყნარი ოკეანის ქვეყნების წარმომადგენლებთან, მთავარი საკითხია არაღიარების პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე – პარლენტთშორისი კავშირის ასამბლეაზე შეხვედრები გვექნება ევროპის, აზიისა და აფრიკის, წყნარი ოკეანის ქვეყნების წარმომადგენლებთან, მთავარი საკითხია არაღიარების პოლიტიკა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დღეს, საპარლენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში, შეხვედრები გვექნება როგორც ევროპის, ასევე აზიის და აფრიკის, წყნარი ოკეანის ქვეყნების წარმომადგენლებთან, რა თქმა უნდა, ყველა ასამბლეაზე ჩვენი მთავარი საკითხია არაღიარე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დღეს, საპარლენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში, შეხვედრები გვექნება როგორც ევროპის, ასევე აზიის და აფრიკის, წყნარი ოკეანის ქვეყნების წარმომადგენლებთან, რა თქმა უნდა, ყველა ასამბლეაზე ჩვენი მთავარი საკითხია არაღიარე…

დღეს, საპარლენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში, შეხვედრები გვექნება როგორც ევროპის, ასევე აზიის და აფრიკის, წყნარი ოკეანის ქვეყნების წარმომადგენლებთან, რა თქმა უნდა, ყველა ასამბლეაზე ჩვენი მთავარი საკითხია არაღიარების პოლიტიკა, ასევე ოკუპაციის პრობლემის დაყენება. შესაბამისად, ამ პლატფორმას სწორედ ამ მიმართულებით ვიყენებთ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დელეგაცია ნებისმიერი კრიტიკული პუნქტის მოსასმენად მზად არის.

„დღეს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესაც შევხვდებით და მასთან ორმხრივ ურთიერთობებზე ვისაუბრებთ, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. ასევე, სხვა აზიურ ქვეყნებთან ვისაუბრებთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობაზე. რაც შეეხება უშუალოდ დიდ ბრიტანეთს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება საუბარი ყველა თემაზე, როგორც დადებით დინამიკაზე, ასევე იმ უარყოფით გავლენებზე, რომელსაც ესა თუ ის გადაწყვეტილება ახდენს გავლენას ორმხრივ ურთიერთობებზე. ყველასთან საუბრისთვის ღია ვართ. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი კრიტიკული პუნქტის მოსასმენად. ჩვენი მხრიდანაც, სადაც ჩავთვლით საჭიროდ, რომ კრიტიკული განცხადებებია გასაკეთებელი, კრიტიკულ განცხადებებს ვაკეთებთ. ამაში უჩვეულო არაფერი არ არის, ეს საერთაშორისო ურთიერთობების ჩვეულებრივი მუშაობაა“, – განაცხადა სამხარაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს