ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩვენ ეუთო-ს დასკვნების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, პირიქით, მიგვაჩნია, რომ ერთადერთი ორგანიზაცია იყო, რომელმაც ზეწოლის ფარგლებში მოახერხა და ობიექტურობა შეინარჩუნა

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩვენ ეუთო-ს დასკვნების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, პირიქით, მიგვაჩნია, რომ ერთადერთი ორგანიზაცია იყო, რომელმაც ზეწოლის ფარგლებში მოახერხა და ობიექტურობა შეინარჩუნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიის დატოვებას აგრძელებს, ვფიქრობ, რომ ეუთო-ს არმიწვევაც სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიის დატოვებას აგრძელებს, ვფიქრობ, რომ ეუთო-ს არმიწვევაც სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ…

ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიის დატოვებას აგრძელებს, ვფიქრობ, რომ ეუთო-ს არმიწვევაც სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძემ კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია არ მიიწვია.

მისი თქმით, ამერიკის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ დღეს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია არ სჭირდებათ.

„წინა არჩევნებზე, რომელსაც პირადად მე ვაკვირდებოდი, ამერიკისთვის ეუთო-ს დასკვნა მაინც და მაინც სახარბიელო არ იყო. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ხშირ შემთხვევაში, ეუთო-ს საპარლამენტო არჩევნებზე დასკვნები სხვა ქვეყნებზე ბევრად უფრო კრიტიკულია, ვიდრე საქართველოსთან მიმართებაში. ასე იყო ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებიც. ასევე დიდი ბრიტანეთის არჩევნებზე ჰქონდათ დასკვნა, პოლონეთის არჩევნებზეც. ყველა იმ შემთხვევაში დასკვნა დაიდო, ყველამ წაიკითხა და ცნობად მიიღო. საქართველოს შემთხვევაში კი, ეს დასკვნა ათასგვარი ინტერპრეტაციების, სპეკულაციების, ტყუილების, ფაქტების დამახინჯების საბაბი გახდა. სწორედ აქ ჩანდა ის მიკერძოებულობა, რომელიც კონკრეტულ აქტორებს, მათ შორის ეუთო-ში აღმასრულებელი მიმართულებით ჰქონდათ. საქართველოსთან მიმართებაში ეუთო-ს დასკვნებს ბოროტად იყენებდნენ, თორემ, ჩვენ ეუთო-ს დასკვნების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. პირიქით, მიგვაჩნია, რომ ერთადერთი ორგანიზაცია იყო, რომელმაც ზეწოლის ფარგლებში მოახერხა და ობიექტურობა შეინარჩუნა“, – განაცხადა სამხარაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს