ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 4

შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის - ოლი მეჯლისის სენატის (ზედა პალატის) თავმჯდომარეს, ტანზილა ნარბაევას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის - ოლი მეჯლისის სენატის (ზედა პალატის) თავმჯდომარეს, ტანზილა ნარბაევას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრ…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის - ოლი მეჯლისის სენატის (ზედა პალატის) თავმჯდომარეს, ტანზილა ნარბაევას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ტანზილა ნარბაევას უზბეკეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი მიულოცა და უზბეკეთს შემდგომი წარმატება და კეთილდღეობა უსურვა.

„ხაზი გაესვა საქართველოსა და უზბეკეთს შორის მზარდ და ნაყოფიერ ურთიერთობებს. აღინიშნა მიმდინარე წლის ზაფხულში უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, რომლის შედეგადაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტო თანამშრომლობაზე და აღნიშნეს, რომ საპარლამენტო კავშირები ინტენსიურად ვითარდება.

მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობა ეკონომიკის, ტურიზმისა და განათლების მიმართულებებით.

საუბარი, ასევე, შეეხო „შუა დერეფნის“ შემდგომი განვითარების მნიშვნელობას. მხარეებმა ამ საკითხზე ერთობლივად მუშაობის მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრა ტანზანიის ქ. არუშაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეის ფარგლებში შედგა. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს