ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 4

ირაკლი კობახიძე: წლევანდელი საპროგნოზო მოსავლის მაჩვენებელი კახეთში არის 320 ათასი ტონა, რაც არის რეკორდი, მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს, უკვე 13 800-მა მევენახემ დააბინავა საკუთარი მოსავალი

ირაკლი კობახიძე: წლევანდელი საპროგნოზო მოსავლის მაჩვენებელი კახეთში არის 320 ათასი ტონა, რაც არის რეკორდი, მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს, უკვე 13 800-მა მევენახემ დააბინავა საკუთარი მოსავალი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რთველი კახეთში არის პიკურ ფაზაში. სახელმწიფო საწარმო მევენახეებისგან შეისყიდის ყურძენს 22 ლოკაციაზე, მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რთველი კახეთში არის პიკურ ფაზაში. სახელმწიფო საწარმო მევენახეებისგან შეისყიდის ყურძენს 22 ლოკაციაზე, მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლ…

რთველი კახეთში არის პიკურ ფაზაში. სახელმწიფო საწარმო მევენახეებისგან შეისყიდის ყურძენს 22 ლოკაციაზე, მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 6 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში არის გადამუშავებული 196 ათასი ტონა ყურძენი, აქედან 195 ათასი ტონა არის მაღალი და საშუალო ხარისხის, რაც არის მოსავლის 99 პროცენტი.

„დღეღამური გადამუშავება არის 13-14 ათასი ტონის ფარგლებში. წლევანდელი საპროგნოზო მოსავლის მაჩვენებელი კახეთში არის 320 ათასი ტონა, რაც არის რეკორდი. ასეთი მაჩვენებელი არასდროს დაფიქსირებულა. მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს. უკვე 13 800-მა მევენახემ დააბინავა საკუთარი მოსავალი. 6 ოქტომბრის მდგომარეობით კახეთში არის გადამუშავებული 196 ათასი ტონა ყურძენი აქედან 195 ათასი ტონა არის მაღალი და საშუალო ხარისხის, რაც არის მოსავლის 99 პროცენტი. შესაბამისად, მხოლოდ ერთი პროცენტი არის დაბალი ხარიხის მოსავალი.

რაც შეეხება ფასებს, საფერავის ფასი და მისი შაქრიანობა არის 20 პროცენტი და მეტი და არის კილოგრამზე 1,5 თეთრი, 16-დან 20 პროცენტამდე 1 ლარი, 16 პროცენტზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში არის 50 თეთრი. ამაზე იყო უამრავი სპეკულაციები 30 თეთრი იყო თავიდან ფასი და შემდეგ გახდა 50 თეთრი და ამბობდნენ, რომ 30 თეთრად ყიდულობს სახელმწიფო ყურძენს მევენახეებისგან, რაც იყო წმინდა წყლის სპეკულაცია. პირველ რიგში ეს ფასი შეეხება მოსავლის მხოლოდ ერთ პროცენტს და საუბარია დაბალი ხარისხის ყურძენზე, რაზეც შესაბამისი ფასი იყო განსაზღვრული, თუმცა ეს ფასიც კი გაიზარდა 30 თეთრიდან 50 თეთრამდე. რაც შეეხება მაღალი ხარისხის ყურძენს, მასზე არის 1,5 თეთრი და საშუალო ხარისხის შემთხვევაში არის 1 ლარი.

რაც შეეხება რქაწითელს და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევებს, არანაკლებ 19-პროცენტიანი შაქრიანობის ყურძნის ფასი არის 1,30 თეთრი, 16-დან 19 პროცენტამდე 90 თეთრი, 16 პროცენტზე ნაკლების შემთხვევაში, აქაც არის 50 თეთრი. გურჯაანში არის განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც ამ პროცესებს უწევს კოორდინაციას. დღეს გვექნება საშუალება, რომ ადგილზე გავეცნოთ შტაბის მუშაობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს