ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 4

მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით რაიმე ზომების მიღების საჭიროება არ იკვეთება და პანიკის საფუძველი არ არსებობს

მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით რაიმე ზომების მიღების საჭიროება არ იკვეთება და პანიკის საფუძველი არ არსებობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკისა და ყალბი აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკისა და ყალბი აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში,…

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკისა და ყალბი აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, საქართველო მზად იქნება, დაიცვას მოსახლეობა ნებისმიერი რისკებისგან.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სამინისტრო აქტიურად თვალს ადევნებს მიმდინარე სიახლეებს და გარემოებებს. ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ პანიკისა და ყალბი აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს. რაიმე ზომების მიღების საჭიროება არ იკვეთება, არავითარი რეკომენდაცია საამისოდ არ არსებობს. მონაცემები, რაც იკრიბება, საქართველოსგან ძალიან შორს მდებარეობს, მიმოსვლის ინტენსივობის ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რაიმე რეკომენდებული ზომების მიღება ნამდვილად არ იკვეთება. ბუნებრივია, თუ ასეთი არსებობს, ჩვენ დაუყოვნებლივ მზად ვართ, ნებისმიერი მოქმედებისთვის, რაც დაიცავს საქართველოს მოსახლეობას მსგავსი რისკებისგან“, – განაცხადა სარჯველაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს