ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

ნიკოლოზ მეტრეველი: ევროკავშირი სულ უფრო მეტად ემსგავსება ფლიდი პოლიტიკანების ჭაობს, სადაც ევროპული ღირებულებები კონკრეტული ქვეყნების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულებით იცვლება - საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ ინტერესებს

ნიკოლოზ მეტრეველი: ევროკავშირი სულ უფრო მეტად ემსგავსება ფლიდი პოლიტიკანების ჭაობს, სადაც ევროპული ღირებულებები კონკრეტული ქვეყნების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულებით იცვლება - საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ ინტერესებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოში წლების მანძილზე ევროკავშირში გაწევრიანებას ძალიან მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა დღეს უკვე აშკარაა, რომ თავად ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებაც იცვლება და საზოგადოებაში სულ უფრო მეტი კითხვა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოში წლების მანძილზე ევროკავშირში გაწევრიანებას ძალიან მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა დღეს უკვე აშკარაა, რომ თავად ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებაც იცვლება და საზოგადოებაში სულ უფრო მეტი კითხვა…

საქართველოში წლების მანძილზე ევროკავშირში გაწევრიანებას ძალიან მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა დღეს უკვე აშკარაა, რომ თავად ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებაც იცვლება და საზოგადოებაში სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, იცვლება პოლიტიკური განწყობები, ძლიერდება შიდა წინააღმდეგობები, მწვავდება ეკონომიკური და უსაფრთხოების გამოწვევები და სულ უფრო ხშირად ისმის საუბარი თავად ევროკავშირის რეფორმირების აუცილებლობაზე, შესაბამისად, ანალიტიკოსი ინტერესდება, თავად ევროკავშირი როგორი იქნება 2030 წელს.

"ევროკავშირი სულ უფრო მეტად ემსგავსება ფლიდი პოლიტიკანების ჭაობს, სადაც რეალური ევროპული ღირებულებები პოლიტიკური ინტერესებით, ორმაგი სტანდარტებითა და კონკრეტული ქვეყნების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულებით იცვლება.

საქართველოში წლების მანხილზე ევროკავშირში გაწევრიანებას ძალიან მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა დღეს უკვე აშკარაა, რომ თავად ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებაც იცვლება და საზოგადოებაში სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება.

ნიშანდობლივია თვით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 2026 წლის კვლევაც, რომელშიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 71% უჭერს მხარს. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა არა მხოლოდ ეს რიცხვი, არამედ ის, თუ როგორ იცვლება დამოკიდებულება იმ ევროპული ინსტიტუტების მიმართ, რომელთა მიმართაც საქართველოში წლების განმავლობაში თითქმის უალტერნატივო მოლოდინი არსებობდა.

ევროპა იცვლება. იცვლება პოლიტიკური განწყობები, ძლიერდება შიდა წინააღმდეგობები, მწვავდება ეკონომიკური და უსაფრთხოების გამოწვევები და სულ უფრო ხშირად ისმის საუბარი თავად ევროკავშირის რეფორმირების აუცილებლობაზე.

აქედან გამომდინარე, სრულიად ლეგიტიმური კითხვა მაქვს: როდესაც საქართველოში 2030 წელსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე გვესაუბრებიან, როგორი იქნება თვით ევროკავშირი 2030 წელს?

საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს პირველ რიგში საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, რეალობის სწორ შეფასებას და არა იმ წარმოდგენებს, რომლებიც ათი ან ოცი წლის წინ არსებობდა", - წერს მეტრეველი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს