ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის თავმჯდომარე ლინდსი ჰოილს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. პარლამენტის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის თავმჯდომარე ლინდსი ჰოილს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. პარლამენტის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ა…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის თავმჯდომარე ლინდსი ჰოილს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ამჟამინდელი ურთიერთობები არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის მრავალწლიან მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას. მან ხაზი გაუსვა ღია და კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას.

„შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა გაერთანებული სამეფოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები. ხაზი გაესვა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ აღდგენის მნიშვნელობას. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების შემდგომ განვითარებაზე. შეხვედრაზე მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უცხოური გავლენის უარყოფით მნიშვნელობაზე.

სპიკერმა ლინდსი ჰოილმა აღნიშნა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დიალოგის მნიშვნელობა და იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობა გაუმჯობესდება.

შალვა პაპუაშვილი კოლეგას საქართველოს პარლამენტის საქმიანობაზე ესაუბრა და არსებული პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრა შედგა ტანზანიის ქალაქ არუშაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეის ფარგლებში. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი“, – ნათქვამია პარლამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს