ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირებადობის განვითარებაში

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირებადობის განვითარებაში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში. ბუნებრივია, რეგიონის ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ამას მთლიანობაში ვუყურებთ, როგორც რეგიონს და რეგიონის პოტენციალს დაკავშირებადობის კუთხით, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში. ბუნებრივია, რეგიონის ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ამას მთლიანობაში ვუყურებთ, როგორც რეგიონს და რეგიონის პოტენციალს დაკავშირებადობის კუთხით, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პ…

საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში. ბუნებრივია, რეგიონის ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ამას მთლიანობაში ვუყურებთ, როგორც რეგიონს და რეგიონის პოტენციალს დაკავშირებადობის კუთხით, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედი ლაივში“.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას, მათ შორის შავი ზღვის გავლით საერთაშორისო ბაზრებთან დაკავშირების შესაძლებლობის გათვალისწინებით.

მისივე თქმით, საქართველოს საზღვაო გასასვლელი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისთვისაც, რაც კიდევ უფრო ზრდის საქართველოს როლს რეგიონული სატრანსპორტო და საკომუნიკაციო მარშრუტების განვითარებაში.

მაკა ბოჭორიშვილმა „ტრამპის გზის“ პროექტის კონტექსტში საქართველოს როლზეც ისაუბრა.

„საქართველო ასრულებს ამ როლს, ეს არის მნიშვნელოვანი რეგიონი დაკავშირებადობის კუთხით და მომავალში როგორც არ უნდა განვითარდეს, რა ქვეყნების გავლითაც არ უნდა განვითარდეს ეს გზები, საქართველოსთვის ეს არის მნიშვნელოვანი და მომგებიანი რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს