ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

ეკა სეფაშვილი: დიალოგის აუცილებლობა ქვეყნებს შორის და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება - ეს არის ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას!

ეკა სეფაშვილი: დიალოგის აუცილებლობა ქვეყნებს შორის და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება - ეს არის ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას!
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. მან ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ლუის გრასას, საქართველოს ტერიტორიული მთლიან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. მან ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ლუის გრასას, საქართველოს ტერიტორიული მთლიან…

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. მან ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ლუის გრასას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იზოლაცია პრობლემიდან გამოსავალი არ არის, ხოლო საქართველოს არასოდეს დაუხურავს სივრცე დიალოგისთვის.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა დემოკრატიის შეფასების კრიტერიუმებზე, საქართველოში 2024 წელს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნაზე და ხაზი გაუსვა დიალოგის, თანმიმდევრულობისა და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილების მნიშვნელობას.

მადლობა, ლუის გრასა, თქვენი სიტყვისა და ყურადღებისთვის იმ საკითხებისადმი, რომლებიც ეხება საქართველოს და ყველაზე მეტად პრობლემატურია ქართველი ხალხისთვის. ვგულისხმობ იმის აღნიშვნასა და ხაზგასმას, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებას საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში.

მართლაც, იზოლაცია არ არის პრობლემიდან გამოსავალი და საქართველოს არასოდეს დაუხურავს სივრცე დიალოგისთვის. როდესაც ჩვენ ვზომავთ დემოკრატიის დონეს ან დემოკრატიზაციის პროცესს სხვადასხვა კრიტერიუმების გამოყენებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები პოზიტიურად და პროგრესულად აფასებენ საქართველოს. ამრიგად, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ნეგატიური თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას, იმ ფაქტს, რომ ზოგიერთ ადამიანს არ სჯერა არჩევნების შედეგების და ახსენებენ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს [ political detention] - ეს მიუღებელია საქართველოსთვის. მე მჯერა, რომ ამ ასეთი აღქმები და დამოკიდებულებები [საუბარია აღქმებზე პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და სხვა ნეგატიურ შეფასებებზე რიგი პოლიტიკოსების მხრიდან] ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში არსებობს.

უფრო მეტიც, არსებობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიტიური დასკვნა საქართველოში 2024 წელს ჩატარებულ არჩევნებზე. პირველ რიგში, ამ დასკვნას პატივი უნდა სცეს თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, ჩვენ კი ვიხილეთ საპირისპირო სურათი, დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ შეიმუშავა რეზოლუციები და დეკლარაციები საქართველოსთან დაკავშირებით, რომლებიც სრულ წინააღმდეგიბაშია მათ მიერვე საქართველოში 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით დაწერილ დასკვნასთან.

ამრიგად, თუ ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, დიალოგი არის მნიშვნელოვანი, და ასევე მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობის შენარჩუნება და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება - ეს არის ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას და უსაფრთხოებას“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს