ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

დავით მათიკაშვილი – ევროპარლამენტში დებატებზე სამარცხვინო სურათი იხილა საზოგადოებამ, ცარიელ დარბაზში, 20 დეპუტატის ფარგლებში გაჟღერდა თითიდან გამოწოვილი ბრალდებები

დავით მათიკაშვილი – ევროპარლამენტში დებატებზე სამარცხვინო სურათი იხილა საზოგადოებამ, ცარიელ დარბაზში, 20 დეპუტატის ფარგლებში გაჟღერდა თითიდან გამოწოვილი ბრალდებები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროპარლამენტში გამართულ დებატებში სამარცხვინო სურათი იხილა საზოგადოებამ, პრაქტიკულად ცარიელი დარბაზი იყო, მხოლოდ 20 დეპუტატის ფარგლებში იყო გაჟღერებული თითიდან გამოწოვილი ბრალდებები, იუკნევიჩიანე და „დაუძინებელი მეგობრე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროპარლამენტში გამართულ დებატებში სამარცხვინო სურათი იხილა საზოგადოებამ, პრაქტიკულად ცარიელი დარბაზი იყო, მხოლოდ 20 დეპუტატის ფარგლებში იყო გაჟღერებული თითიდან გამოწოვილი ბრალდებები, იუკნევიჩიანე და „დაუძინებელი მეგობრე…

ევროპარლამენტში გამართულ დებატებში სამარცხვინო სურათი იხილა საზოგადოებამ, პრაქტიკულად ცარიელი დარბაზი იყო, მხოლოდ 20 დეპუტატის ფარგლებში იყო გაჟღერებული თითიდან გამოწოვილი ბრალდებები, იუკნევიჩიანე და „დაუძინებელი მეგობრები“ საქართველოსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის დეპუტატები კვლავ აჟღერებდნენ იმ ბრალდებებს, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

„როგორც ჩანს, იმის რესურსიც კი არ ეყოთ ანტიქართულ ძალებს, რომ საკუთარი კოლეგები დაერწმუნებინათ და დარბაზში შემოეყვანათ, სურათი მაინც შეექმნათ, რომ ვინმეს აინტერესებს საქართველოს წინააღმდეგ ეს ყოვლად უსაფუძვლო და თითიდან გამოწოვილი თავდასხმა. ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს ტყუილები ძალიან ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი. ქართველი ხალხი, რაც მეტად იგრძნობს საფუძველგამოცლილ თავდასხმას, მით მეტად გასცემს საკადრის პასუხს. თუმცა, იქ იყვნენ ისეთი დეპუტატებიც, რომლებიც პირდაპირ სარკეში ახედებდნენ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედ ძალებს და მკაფიოდ საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, საქართველო მიდის წინ და იმ სამ ქვეყანას – საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, საქართველო ათასჯერ უსწრებს ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა ეს რა თქმა უნდა, იუკნევიჩიანეს და სხვებს არ აინტერესებთ, რადგან მათი მიზანი სწორედ ჩვენი ქვეყნის დაზიანებაა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს